ექსტრემისტი დიალოგზე არ მოდის, ვიდეომუქარა აშკარად დასაფიქრებელი და სამოქმედოა - მუფთის მოადგილე
საზოგადოება - 13:11, 24 Nov, 2015     2640

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმარეთველოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე - ადამ შანთაძე „ნიუპოსტთან“ ISIS-ის ქართულენოვანი მებრძოლების გავრცელებულ ვიდეო მიმართვას აფასებს და ამბობს, რომ „ისლამი ძალადობრივი რელიგია არ არის, მებრძოლები კი ვიდეოში ყურანის აიების საკუთარი ინტერპრეტაციით ციტირებებდნენ“.

„ძალადობა, ტერორიზმი, ექსტრემიზმი ყოვლად მიუღებელია ისლამისთვის. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმარეთველო სრულიად ვემიჯნებით ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას“- აღნიშნა შანთაძემ.

კითხვაზე, რა იცის მუქარის ავტორებზე (პაქსაძე, ირემაძე, ანთაძე და გობაძეზე) მუფთის მოადგილემ გვითხრა, რომ ეს პირები რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ.

„ეს არის დაშინება, ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ვიდეო აშკარად დასაფიქრებელი და სამოქმედოა. ჩვენ ამ ვიდეომიმართვას სრულიად ვემიჯნებით. საქართველოს მუსლიმთა სამმარეთველოს ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა აქვს საქართველოს საპატრიაქროსთან, ასევე სხვა კომფესებთან. სუიტებსა და შინიტებს შორისაც ძალიან კარგი ურთიერთობა არსებობს. ამით იმის თქმა მინდა, რომ არ არსებობს, რაიმე სახის საფრთხის შემცველი წინაპირობა, იმისა რომ შეიცვალოს ეს დამოკიდებულება. ჩვენ ძმობას ვერანაირი მუქარა, ფსიქოლოგიური ძალადობა ვერ შეარყევს. საქართველო სამაგალითო ქვეყანაა თავისი ტოლერანტობით“- აღნიშნა შანთაძემ.

"ნიუპოსტი" ასევე დაინტრესდა, აქვს თუ არა მუფთს რადიკალური დაჯგუფების მიერ ახალშენში შეკრებაზე და მოსახლეობის გადაბირებაზე ინფორმაცია.

ამ კითხვის საპასუხოდ, მუფთის მოადგილემ განმარტა, რომ ახალშენში მეჩეთი არსებობს, სადაც ლოცვას ვერავის აუკრძალავენ.

„ამ რადიკალურ ჯფუფთან არანაირი შეხება არ გვაქვს. თუ მათი წარმომადგენელი მეჩეთში შემოვა, მას ვერ გავაგდებთ, ლოცვას ვერავის დავუშლით. ჩვენი მხრიდან მათთან გასაუბრების, რჩევის მიცემის მცდელობა ყოფილა, თუმცა ექსტრემისტი დიალოგზე არ მოდის“- დასძინა რესპოდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42