სასტუმრო არმაზის მეპატრონეებმა მათი კოლეგის, სასტუმროს ერთ-ერთი მფლობელის ზაზა ართმელაძის გათავისუფლების მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყეს.
ისინი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას და სიმართლის დადგენაში დახმარებას ითხოვენ.
"თუ ვინმე უნდა დააპატიმრონ, ეს ანსამბლის ხელმძღვანელი გოგი მარღანიაა" - აცხადებენ მოშიმშილეები.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთში სასტუმრო არმაზის მეპატრონეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 20 ნოემბერს შეუფარდა.
ზაზა ართმელაძეს გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
საქმის მასალების მიხედვით, სასტუმროში დარღვეული იყო სამშენებლო ნორმებიც, ხანძრის გაჩენა კი დაკავშირებულია ელექტროტექნიკურ გაუმართაობასთან.
შეგახსენებთ, 8 იანვარს ქობულეთში ე.წ. ხასანას სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, რამაც სამი მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები






