ამის შესახებ "ნოიპოსტს" სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
"ამ და სხვა მსგავსი შინაარსის ვიდეობზე და საიტრბზე სუსში გამოძოება დაწყებულია" - აღნიშნა მან.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ახმაურებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მუხლით დაიწყო გამოძიება.
ცნობისთვის, რუსულენოვან ინტერნეტ გამოცემა "ფურატ მედიაზე" ISIS-ის ქართულენოვანი მებრძოლები მუქარის შემცველ ვიდეო მიმართვას ავრცელებენ.
ვიდეორგოლში ოთხი მებრძოლი ჩანს, ისინი სავარაუდოდ, აჭარის რეგიონიდან სირიაში წასული ქართველი მუსლიმანები არიან.
ვიდეო მიმართვაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებიი საქართველოს მოქალაქე მუსლიმებს მოუწოდებენ ე.წ ხალიფატს შეუერთდნენ.
ისინი ქართველ მუსლიმთა ხოჯებსა და მუფთებს ურწმუნოების "მონებად" მოიხსენიებენ, და "ისლამის მდევნელებს" თავის მოჭრით ემუქრებიან.
მასალის გამოყენების პირობები