იუნა შაფათავა ავტობიოგრაფიული წიგნის გამოსაცემად ემზადება. როგორც ავტორისგან შევიტყვეთ, წიგნში უამრავი ფაქტია აღწერილი მისი ცხოვრებიდან, რომელიც ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. „ნიუპოსტთან“ საუბრისას იუნა აღნიშნავს, რომ მის ავტობიოგრაფიული წიგნის წაკითხვისას არაერთი ადამიანი ამოიცნობს საკუთარ თავს, თუმცა ზოგ შემთხვევაში რეალური პერსონაჟების სახელები შეცვლილია. მოკლედ როგორც ჩანს საკმაოდ სკანდალური ავტობიოგრაფიული წიგნი გამოუვიდა იუნას, რომელსაც ინტერესით ბევრი ადამიანი წაიკითხავს.
„ამ წიგნის დაწერა დიდ ხნის წინ მინდოდა. 2013 წელს დაწყებული წერა, ძლივს დავასრულე ამ ზაფხულს, იმდენად მძიმე იყო ამის გადმოტანა ქაღალდზე. ბევრი ისეთი თემაა, რომელზეც ხმამაღლა არავინ საუბრობს, მითუმეტეს როცა საკუთარ თავს ეხება. აქ არის სიყვარული, სიძულვილი, ძალადობა, გაუპატიურება, ბავშვის დაკარგვა, ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზაც, რწმენაც და ბევრი სხვა, რაც აქამდე არასოდეს მითქვამს. ვიცოდი, ოდესღაც ამის მოყოლა მომინდებოდა. ეს წიგნი არის გოლი ჩემს საკუთარ კარში. და მაინც მსურს, განკითხვაც, სიმართლეს არ ვემალები. მსურს, მივცე შესაძლებლობა ქალბატონებს და გოგონებს, ისარეგებლონ ჩემი გამოცდილებით, რომელიც არც თუ ისე სახარბიელოა. და მსურს ისიც, დაინახოს საზოგადოებამ, რამდენად ფარისეველია ის და დასკვნები გავაკეთოთ. იქნებ გვიშველოს და უფრო ადამიანურები გავხდეთ. ვიცი, ბევრი ნეგატივი მოყვება, რადგან ეს არ არის მოგონილი სიუჟეტი, თუმცა დიდი სურვილი მექნებოდა, ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაფერ არ მომხდარიყო. ამ წიგნით, მინდა გადავშალო წარსული და მოვიტოვო უკან. სათაურიც ასეთივეა-„ Menage a trois“(სექსი სამში), ან ნახვამდის წარსულო. ძალიან რთული ყოფილა, წიგნის გამოშვება. მადლობა ბუქ სითის გამოცემისთვის. უკვე ალბათ 50 ჯერ წავიკითხე ნაწერი, ყოველ ჯერზე ვბრუნდები უკან და დეპრესია მეძალება. ძალიან სევდიანი და მწარე გამოვიდა, ეს ჩემი წარსული. მონაწილეებიდან- ზოგიერთი ნახსენებია პირდაპირ სახელით, ზოგიერთის სახელი შეცვლილია, ამოცნობა მარტივია. არ მიყვარს საკუთარი თავის გამო ადამიანების შეწუხება, მაგრამ პრეზენტაციის აცილება შეუძლებელია- პრეზენტაცია იქნება 27 ნოემბერს, პარასკევს, საღამოს 7-საათიდან, კლუბ ურბანში, დასწრება თავისუფალია. იქვე შესაძლებელი იქნება ჩემი წიგნის შეძენა. მადლობელი ვიქნები დასწრებისათვის, რადგან თქვენი მხარდაჭერა არ შემიშლის !“- ამბობს იუნა შაფათავა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
მარიკა ხიდურელი
მასალის გამოყენების პირობები






