ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ დავით ბორჩაშვილს დღეს ოპერაციას გაუკეთებენ.
როგორც ცნობილია, მას ბარძაყის არეში 8 თვის წინ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს. ოპერაცია სავარაუდოდ დღეს ან ხვალ ჩატარდება.
დაკავებულის ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფება. კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მას საქმის მასალებს აცნობენ. ცნობილია, რომ საქმე გრიფირებულია.
როგორც გელა ნიკოლაიშვილმა სუსშ-ში შესვლამდე განაცხადა, მისთვის უცნობია რა მუხლით მოხდება ბრალის წარდგენა. ადვოკატის ინფორმაციით, სირიაში ყოფნის დროს ბორჩაშვილი სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობდა, თუმცა იგი არ ურთიერთობდა „ისლამურ სახელმწიფოსთან“. დავით ბორჩაშვილს ბრალს დღეს ან ხვალ წაუყენებენ.
შეგახსენებთ, ბორჩაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






