ისნის რაიონის ნაწილს წყალი არ მიეწოდება - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 14:14, 23 Nov, 2015     1178
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალური განცხადებას ავრცელებს. კომპანია ბოდიშს უხდის ისნის რაიონის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც, წყალსადენის ქსელზე რთული ავარიული დაზიანების გამო, ამ დრომდე წყალი არ მიეწოდება.

ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ბრიგადები და სპეცტექნიკა მობილიზებულია მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ. ავარიული დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტესიურად წარიმართება. კომპანია მაქსიმალურად შეეცდება, წყლის მიწოდება მოსახლეობას შესაძლებლად მოკლე დროში აღუდგინოს.

ავარიული დაზიანება ისნის რაიონში, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ, მიწისქვეშა გადასასვლელთან გამავალ 600 მმ-იან მაგისტრალურ ქსელზე მოხდა. ტექნიკური სამუშაოების გახანგრძლივება, ერთი მხრივ, გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დაზიანება ფარული აღმოჩნდა და სადიაგნოსტიკო სამუშაოების ჩატარებას გარკვეული დრო დასჭირდა და მეორე მხრივ, იმ გარემოებამაც, რომ კომპანიას დაზიანების სალიკვიდაციოდ, დღის საათებში სრულფასოვნად მუშაობის საშუალება არ მიეცა და სამუშაოების ჩატარება ღამის საათებში მოუწია.

წყალმომარაგების აღდგენამდე “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მოსახლეობას წყალს ავტოცისტერნებით მიაწვდის. ავტოციტენების მოძრაობის გრაფიკის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზისა და ფეისბუქის გვერდის მეშვეობით. წყალმომარაგების აღდგენის თაობაზე აბონენტები ინფორმაციას მიიღებენ SMS-შეტყობინების საშუალებით, დეტალური ინფორმაციის მოძიება კი შესაძლებელია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდსა და ვებგვერდზე - http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42