ორიფლეიმ საქართველო - წარმატების 15 წელი და ახალი ბიზნეს ცენტრის გახსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 21:31, 22 Nov, 2015     1872

2000 წლის 20 ნოემბერს, კომპანიის წარმომადგენლობა ესტუმრა საქართველოს და ოფიციალურად გახსნა „ორიფლეიმ საქართველო“, მაშასადამე კიდევ ერთი ქვეყანა შემატა მისი წარმომადგენელი ქვეყნების დიდ ჯაჭვს. ეს იყო ნამდვილი ინოვაცია ქართულ ბაზარზე, მთელი ქვეყანა მყისვე დაავადდა „ორიფლეიმის“ სენით. ნელ-ნელა კომპანიამ მნიშვნელოვნად დაიმკვიდრა ქვეყანაში თავი, მიაღწია განვითარების უმაღლეს დონეს და იქცა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეგიონად, აქედან გამომდინარე აღმასრულებელი დირექციის გადაწყვეტილებით მოხდა ინვესტიციის ჩადება მის კიდევ უფრო განვითარებაში და 2008 წელს სტარტი აიღო კომპანიის საკუთარი, უზარმაზარი საწყობის მშენებლობამ, რომელიც დღეს წარმოადგენს თანამედროვე ტექნიკითა და პროფესიონალებით აღჭურვილ შენობას. 2009 წელს გაიხსნა კომპანიის ახალი, თანამედროვე და კომფორტული სერვისული ცენტრი, რომლის გახსნასაც ასევე დაესწრო კომპანიის წარმომადგენლობა შვედეთის სათაო ოფისიდან. აქ კომპანია მომხმარებელსა და მის ბიზნეს პარტნიორებს უკვე 15 წელია სთავაზობს მყუდრო, კომფორტულ, საჭირო ტექნიკითა და პირობებით აღჭურვილ თავისუფალ სამუშაო სივრცეს.

2012 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი წელი იყო კომპანიის ისტორიაში, რადგან „ორიფლეიმ საქართველო“ გახდა კავკასიის რეგიონალური დისტრიბუციის ცენტრი.

კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში ფეხდაფეხ მიყვება კომპანიის მსოფლიო ტენდენციას და ყოველწლიურად ახორციელებს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანიც გახლავთ ბავშვების სწავლა-განათლება.

2015 წელს კი «ორიფლეიმ საქართველო“ უკვე 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. გასული წელიწადი გამორჩეული იყო კომპანიისათვის, რადგან აღსავსე იყო ნათელი და სასიამოვნო ემოციებით, დაუვიწყარი ღონისძიებებით და თავბრუდამხვევი მოგზაურობებით. საქართველოში ორიფლეიმის 15 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ათასობით ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება ეთანამშრომლა კომპანიასთან, გაიუმჯობესა ფინანსური მდგომარეობა და ცხოვრების პირობები. მათ მიეცათ დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა სტაბილურ, პერსპექტიულ და მზარდ კომპანიაში. მრავალი ადამიანი გახდა ორიფლეიმის პროდუქციის ერთგული მომხმარებელი, რომელიც ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. კომპანია მადლობას უხდის ამ წარმატებისათვის მის მომხმარებლებს, კონსულტანტებს, ლიდერებსა და პარტნიორებს. ერთობლიობა, სულისკვეთება და ჟინი – ეს ის მთავარი ღირებულებებია, რომლებიც ეხმარება კომპანიასა და მის პარტნიორებს პიროვნულ ზრდაში, დასახული მიზნების მიღწევაში და მომხმარებლის სიყვარულის მოპოვებაში.

სწორედ საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია „ორიფლეიმ საქართველომ“ კიდევ ერთი გრანდიოზული სიახლე, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლობა მისი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისს უწოდებს. 20 ნოემბერს კომპანია ახალ ბიზნეს ცენტრს ხსნის, ამიერიდან „ორიფლეიმის“ ერთგულ მომხმარებლებსა და პარტნიორებს შეუძლიათ ეწვიონ მას განახლებულ მისამართზე, სადაც მათ უმასპინძლებს თანამედროვე ინტერიერითა და ტექნიკით აღჭურვილი სერვისული ცენტრი. კომპანია გვპირდება, რომ ამ სივრცეში მაქსიმალური კომფორტი იქნება შექმნილი იმისათვის, რომ მომხმარებლები და ბიზნეს პარტნიორები მასში მოხვედრისთანავე სასიამოვნო და მოსახერხებელ სამუშაო გარემოში აღმოჩნდნენ. ახალი ლოკაცია დავით აღმაშენებლის გამზირზე №61-ში მდებარე „მეიდან ჯგუფის“ ბიზნეს ცენტრის შენობაში იქნება განთავსებული. სპეციალურად ამ მოვლენის აღსანიშნად საქართველოს ესტუმრება კომპანიის ტოპ მენეჯმენტი შვედეთის სათაო ოფისიდან, იოჰან როზენბერგი - დსთ-ს ქვეყნების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი; ნიკოლას პალმკვისტი - უკრაინის, კავკასიის ქვეყნების და მოლდოვას ვიცე-პრეზიდენტი; კოპანი ბერკესი - დსთ-ს ქვეყნების კომერციული მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი; სამიტ სენი - ორიფლეიმის არომატების შემქმნელი და სხვები...

კომპანია ამაყობს მისი მიღწევებით და მომავალში გეგმავს კიდევ უფრო დახვეწილი, მოქნილი, მიმზიდველი შემოთავაზებებით წარსდგეს მისი მომხმარებლისა თუ ბიზნეს პარტნიორების წინაშე.

წარმატების 15 წელს – ეს მხოლოდ დასაწყისია!

------------------

„ორიფლეიმის” შესახებ

კომპანია «ორიფლეიმი» შეიქმნა 1967 წელს ძმები აფ იოკნიკების მიერ. დღესდღეობით იგი წარმოადგენს საერთაშორისო კოსმეტიკურ კონცერნს, რომელსაც 60-ზე მეტ ქვეყანაში აქვს საკუთარი წარმომადგენლობა. ნატურალური შვედური კოსმეტიკის თაყვანისმცემელთა რიცხვში მთელს მსოფლიოში დაახლოებით 3.6 მილიონი კონსულტანტია, რომლებიც ყოველწლიურად ახორციელებენ 1, 5 მილიარდი ევროს ოდენობის

ორიფლეიმის, როგორც ბრენდის მთავარი მესიჯი - თქვენი ოცნებები - ჩვენი შთაგონება™ - მომდინარეობს კომპანიის სიღრმისეული ისტორიიდან და მჭიდროდ უკავშირდება მის ძირითად ღირებულებებს. კომპანია ორიფლეიმის არსებობის 48 წლის განმავლობაში, უნიკალური ბიზნეს-იდეის წყალობით, ჩვენ ვეხმარებოდით ადამიანებს თავიანთი ოცნებების ასრულებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42