აღნიშნულ გზაზე მოძრაობა ძლიერი ყინვის, ქარბუქის, უხვი ნამქერისა და შეზღუდული ხილვადობის გამო იყო დაკეტილი.
აღსანიშნავია, რომ ფარავნის უღელტეხილი ზამთარში უმკაცრესი კლიმატით ხასიათდება. ხშირად, ერთდროულად არის დიდთოვლობაც, ძლიერი ყინვაც და ქარბუქიც. ამ დროს: გზის გაწმენდითი სამუშაოები არ არის ეფექტური, რადგან რამდენიმე წუთში ქარბუქისაგან მოტანილი ნაქმერი ისევ ავსებს გზის სავალ ნაწილს; არ ჩანს გზა, რის გამოც შეუძლებელია მიმართულების განსაზღვრა და გადაადგილება; მიმდებარედ არ არის დასახლებული პუნქტები და აქ ჩარჩენის შემთხვევაში, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ექმნება.
ერთი კვირის წინ, ამინდის გაუარესების გამო, უღელტეხილიდან გამოსვლა ვერ მოახერხეს გზით მოსარგებლე მოქალაქეებმა, მათ დასახმარებლად შესულმა მაშველებმა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა. ისინი, ჩვენმა სამსახურებმა ხილვადობის მომატებასთან ერთად, ურთულეს პირობებში ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ გამოიყვანეს.
აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ამინდის გაუარესებასთან ერთად, მოქალაქეების სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზის ფარავნის საუღელტეხილო მონაკვეთი იკეტება და ამინდის გაუმჯობესების გრძელვადიან პროგნოზამდე ნინოწმინდის მიმართულებით მოძრაობა ხორციელდება ხაშური-ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე.
მასალის გამოყენების პირობები






