„როგორც კი დაზიანება მოხდა, ჩვენი მხრიდან, ისევე როგორც სამაშველო სამსახურის მხრიდან რეაგირება იყო მყისიერი. სამაშველო სამსახურის მიერ პირველადი სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვენ გადაუდებელი წესით დავიწყეთ დაზიანებული სართულების აღდგენა. საკმაოდ დიდი იყო ზიანი, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა კორპუსი გაკეთდა. კონსტრუქციულად გამაგრდა ის ნაწილები, რომელიც გამაგრებას საჭიროებდა, გაკეთდა ლიფტი, გარემონტდა საცხოვრებელი სახლები, ასე რომ, თავდაპირველ მდგომარეობასთან შედარებით, ახლა გაცილებით უფრო მყარია მათი საცხოვრებელი ბინები, ამასთან, გაცილებით უფრო კომფორტული და მოწესრიგებული “, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
12 აპრილს, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარმა ძლიერმა აფეთქებამ გლდანის მე-2 მ/რ-ის 25-ე კორპუსის ბოლო ორი სართული დააზიანა. დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი ბინები ამ დროისთვის სრულად აღდგენილია. საცხოვრებელი სახლები მათ გარემონტებულ მდგომარეობაში ჩაბარდათ. ამასთან, სადარბაზოში აღდგა კიბის უჯრედი, ლიფტი და ლიფტის სამართავი ოთახი.
მასალის გამოყენების პირობები






