29 წლის დავით ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის დადგენის მოთხოვნით, პანკისში საპროტესტო აქცია გაიმართა.
ბორჩაშვილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა, მძიმე ავადმყოფობის გამო კი სამკურნალოდ სამშობლოში ბრუნდებოდა, რა დროსაც სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და რამდენიმე საათის შემდეგ უკან გააბრუნეს.
"ორი აეროპორტი გამოვიარეთ უპრობლემოდ, ჩემ შვილს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. სისხლდენით, კალიასკით ჩამოვიყვანეთ, თუმცა აეროპორტში როგორც კი ჩამოვედით სამართალდამცავებმა ულტიმატუმი წაუყენეს, ან აქვე უნდა დავაკავოთ, ან უკან უნდა დავაბრუნოთო. როგორც პოლიციელებმა მითხრეს, საქართველოში ანტი ტერორისტული კანონი მოქმედებს, რითაც ისინი ხელმძღვანელობდნენ "- აცხადებს ახალგაზრდა მამაკაცის დედა დალი ბორჩაშვილი.
დავით ბორჩაშვილის ახლობლები მათი ნათესავის ადგილსამყოფელის დადგენასა და შესაბამისი მკურნალობა დროულად აღმოჩენას მოითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






