და მაინც, რა არის ამის მიზეზი? მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე არ არსებობს ერთიანი ბაზა. ანუ არ არსებობს კომპანია თუ ორგანიზაცია, რომელიც ამ ყველაფერს დაარეგულირებს, რომელიც ამ ყველაფერს დაითვლის, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს, რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს და... რაც ყველაზე მთავარია, რეალურ ფასებს დადებს. სინამდვილეში ხომ რეალური ფასებიდან მნიშვნელოვანი გადახრაა და ამას ყველა აღიარებს. ფასები ხან გაბერილი და არარეალურია, ხანაც ძალიან დაბალი. ეს იმის მიხედვით, თუ თაღლითთა რომელ კატეგორიას ჩაუვარდება ხელში ესა თუ ის ადამიანი და რა აწყობთ ადამიანების კონკრეტულ ჯგუფს.
ასევე არ არსებობს დაზარალებულ იპოთეკართა აღრიცხვის სისტემა, არ არსებობს იმ დევნილების აღრიცხვის სისტემა, რომლებსაც ფართები ჰქონდათ, შემდეგ კი მათ ფართი მოტყუებით სხვაზე გადააფორმებინეს და ერთხელ დევნილები, მეორედ დევნილებად გახადეს.
ამასთან ერთად, უბინაოდ ადამიანთა ის კატეგორიაც დარჩა, რომელსაც ბანკიდან ჰქონდა კრედიტი აღებული და ვერ გადაიხადა. სამწუხაროდ, საბანკო სისტემა ისეა აწყობილი, რომ მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ბიუჯეტი გათვალისწინებული არ არის. ამას შიდა განვადებების სიმცირეც ერთვის და ეს ყველაფერი საბოლოოდ დიდ პრობლემად იქცევა, რასაც მოსახლეობა ვერ უძლებს.
მასალის გამოყენების პირობები






