სამართალდამცავებმა ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე 3 პირი დააკავეს
კრიმინალი - 10:43, 21 Nov, 2015     1815

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა. უწყების ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ყაჩაღობაში დახმარების ბრალდებით, დაკავებულია სამი პირი: 1985 წელს დაბადებული გელა ქ, 1995 წელს დაბადებული გოჩა ქ. და 1997 წელს დაბადებული ჯამბული ქ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ყაჩაღობაში დახმარების ბრალდებით, სამი პირი: 1985 წელს დაბადებული გელა ქ, 1995 წელს დაბადებული გოჩა ქ. და 1997 წელს დაბადებული ჯამბულ ქ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს – გელა ქ-ს გაურიგდნენ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, იარაღის მუქარით, თანამზრახველებთან ერთად, ავტოგასამართი სადგური დააყაჩაღეს, საიდანაც 6 000 ლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ქუთაისში დააკავეს. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ყაჩაღობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 24-179-ე მუხლით)" აღნიშნულია სამინსიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42