„თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარედ არქეოლოგიური კვლევა დასკვნით ეტაპზეა
კულტურა - 17:16, 20 Nov, 2015     1296
„თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა დასკვნით ეტაპზე გადავიდა.

ისტორიულ ადგილზე მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, დედაქალაქის არქეოლოგიური საბჭოს წევრებთან ერთად, „თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარედ არქეოლოგიური სამუშაოები დაათვალიერა.

„თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარე ტერიტორიის კვლევა საქართველოს ეროვნულმა მუზეუმისა და ილიას უნივერსიტეტის მონაწილეობით 2010 წელს დაიწყო. სამუშაოების შედეგად, გორის თხემის სამხრეთ ნაწილში გამოვლინდა ელინისტური ხანით, ჩვ. წ-მდე III-I საუკუნეებით, ქართლის (იბერიის) სამეფოს ადრეული ხანით დათარიღებული მარნის ნაშთები 5 ქვევრით. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული მარანი ტაძრის ან სასახლის შემადგენელ სათავსოს წარმოადგენდა. „თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარედ კვლევა არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსის შედეგად 2015 წლის სექტემბერში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით განახლდა. საბჭო 14 წევრისგან შედგება, თავმჯდომარე კი დედაქალაქის მერია. კვლევაში სტუდენტებიც ჩაერთვნენ.

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს. წელს თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 4 არქეოლოგიური პროექტი დაფინანსდა და ერთ-ერთი სწორედ „თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარედ მიმდინარე სამუშაოებია. მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად არ შევცდით, როდესაც მხარი დავუჭირეთ მეცნიერებს, რომლებსაც ჰქონდათ მოსაზრებები და წინასწარი ინფორმაცია, რომ აქ, არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ბევრი საინტერესო აღმოჩენის გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან, ამ პროექტის მხარდაჭერით, ხელს ვუწყობთ, რომ ეს ადგილი მომავალში ვიზიტორებისათვის მიმზიდველი და საინტერესო იყოს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის მხარდაჭერით,2015 წელს არქეოლოგიური კვლევა კიდევ 3 ობიექტზე „შაჰტახტის“, წმ. 40 სებასტიელ მოწამეთა ტაძრისა და „საჯოგის ნასახლარის“ მიმდებარე ტერიტორიებზე ხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42