წელს საქართველოს ჯგუფი „ვირუსი" წარადგენს, რომელიც სცენაზე მეორე ნომრად გამოვა, სიმღერით „გაბედე".
რიგით მე-13 საბავშვო ევროფესტივალს ბულგარეთი მასპინძლობს. წელს საბავშვო ევროვიზიის კონკურსში 17 ქვეყანა მონაწილეობს, ესენია: საქართველო, სერბეთი, სლოვენია, იტალია, ნიდერლანდები, ავსტრალია, ირლანდია, რუსეთი, მაკედონია, ბელორუსია, სომხეთი, უკრაინა, ბულგარეთი, სან მარინო, მალტა, ალბანეთი და მონტენეგრო.
2015 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელ ჯგუფ „ვირუსს" თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ხმის მიცემის პროცედურა სცენაზე ბოლო კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ დაიწყება და 15 წუთს გაგრძელდება. წესების მიხედვით, საქართველოს თავისი წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემის უფლება არ აქვს, ამიტომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ გულშემატკივრებს გთხოვთ, იაქტიუროთ და მხარი დაუჭიროთ ჯგუფ „ვირუსს“. თვალ-ყური ადევნეთ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სადაც იმყოფებით.
მასალის გამოყენების პირობები