ადამი მედია პრიზი კულტურული მრავალფეროვნებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში, განკუთვნილია ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჟურნალისტებისა და მედია სპეციალისტებისთვის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსი).
კონკურსის მიზანია ტელე, კინო და მულტიმედია პროგრამების საშუალებით გაზარდოს მედიის ინტერესი ისეთი თემებისადმი, როგორიცაა: მიგრაცია, სამოქალაქო ინტეგრაცია და კულტურული მრავალფეროვნება.
კონკურსზე 5 კატეგორიაში სულ 10 ფილმია წარდგენილი. ფილმის „ნიკოს გზა“ რეჟისორი გიორგი ცხვედიანია, ხოლო სცენარის ავტორი გივი ოდიშარია.
კონკურსი 10 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ფილმი „ნიკოს გზა“ წელს საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის CinéDOC-თბილისის ფარგლებში აჩვენეს, კატეგორიაში-პსეციალური ჩვენებები სამცხე ჯავახეთზე.
მასალის გამოყენების პირობები