სახელმწიფომ „ბერი ანდრიას სახელობის ფონდს“ მიწის ნაკვეთი გადასცა
საზოგადოება - 13:35, 20 Nov, 2015     1222
„ბერი ანდრიას სახელობის ფონდს“ თბილისში მიწის ნაკვეთი გადაეცა - ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 19 ნოემბრის სხდომაზე მიიღო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინიცირებით, თბილისში, დიდგორის ქ. N64-ში მდებარე 6493 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა „ბერი ანდრიას სახელობის ფონდს“ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, 20 წლის ვადით, ქონების საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყენების პირობით გადაეცა. ამ თემაზე დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ეკატერინე სისაურმა ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, გადაცემული ქონების ბაზაზე ფონდი საქმიანობის მასშტაბის გაზრდას და მისი ზრუნვის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის უფრო სრულყოფილი გარემოს შექმნას გეგმავს.

„ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ დამფუძნებელმა, თინათინ ჩხვიმიანმა საკითხის ინიცირებისთვის დიმიტრი ქუმსიშვილს და სამინისტროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები, რომლებიც ძირითადად რეგიონებიდან ჩამოდიან მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის, უფრო მეტად იქნებიან უზრუნველყოფილნი ახალი სახლით, რომელიც გადაცემულ ქონებაზე, სხვადასხვა შემოწირულობებით აშენდება. მისივე თქმით, ახალ სახლში ბავშვებისთვის იქნება გაცილებით უკეთესი პირობები, მათ სადღეღამისო რეჟიმში ადგილზე მოემსახურება ექიმი და შეიქმნება მზრუნველობის უფრო მეტი შესაძლებლობა იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც სიმსივნური დაავადების გამო განსაკუთრებული თანადგომა ესაჭიროებათ.

„ბერი ანდრიას სახელობის ფონდი“ 2012 წელს დაარსდა და ადრეულ ასაკში სიმსივნით გარდაცვლილი ბერი ანდრიას (ნუგზარ მილორავა) სახელს ატარებს. ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულება სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე და მათ ოჯახებზე ზრუნვაა. ფონდი მის მზრუნველობის ქვეშ მყოფ ადამიანებს საჭირო ინფორმაციის მიწოდებით, აქტიური მკურნალობით, რეაბილიტაციის პროცესში საჭირო საცხოვრებლის, გართობა-დასვენების, საკვებისა და გადაადგილების უზრუნველყოფით, სრულიად უანგაროდ ეხმარება. „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ წარმომადგენლების ინფორმაციით, დაარსებიდან სამი წლის განმავლობაში ფონდმა შეძლო დახმარებოდა ასამდე ბავშვს და მათ ოჯახებს. „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ აქტიური მხარდაჭერით რამდენიმე ბავშვის სამედიცინო კვლევა დაფინანსდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42