სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას ინფორმაციით, საქართველოში ღვინის მოხმარების კუთხით შედეგები სავალალოა.
მისი ინფორმაციით, საზოგადოებაში 7-ჯერ მეტი არაყი მოიხმარება, ვიდრე ღვინო.
რაც შეეხება ღვინის ხარისხს, დანელია ამბობს, რომ ხარისხი სისტემატურად კონტროლდება და ცუდი ღვინო პრაქტიკულად აღარ იყიდება.
„საეჭვო ღვინის ძალიან მცირე გამოვლინებები იყო. შეგვიძლია, ამით ვიამაყოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ბოთლი ღვინო, რომელიც ქართულ დახლზე დევს, მაქსიმალურად უტოლდებოდეს ნებისმიერ ექსპორტირებულს, რადგან ექსპორტის ნაწილში იმიჯი გაცილებით მეტი აქვს ქართული ღვინის ხარისხს. სამწუხარო ციფრები გვაქვს არყისა და ღვინის მოხმარების ნაწილში. დაახლოებით 7-ჯერ მეტი არაყი მოიხმარება საქართველოში, ვიდრე ღვინო, რაც საკმაოდ სავალალო ციფრია“, - ამბობს დანელია.
მასალის გამოყენების პირობები






