„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგშია!
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:01, 20 Nov, 2015     1681
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" პირველი ჯანდაცვის ჰოლდინგია რეგიონიდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში აქციები წარმატებით განათავსა.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსს„ და სადაზღვევო კომპანია „იმედი L-ს“ მართავს და ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევისა და ჯანდაცვის სერვისების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ქართულ ბაზარზე 42 სამედიცინო დაწესებულებით არის წარმოდგენილი, ხოლო „იმედი L-ი”, 6 თვის მონაცემებით გამომუშავებული პრემიის მოცულობით სამედიცინო დაზღვევის ბაზრის 38%-ს ფლობს.

პრემიუმ ლისტინგში მოსახვედრად „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“გამჭვირვალობისა და კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტები დააკმაყოფილა და ლონდონის საფონდო ბირჟაზე ჯგუფის აქციების პირველი ვაჭრობა შედგა. 20 ნოემბერს, თბილისის დროით 12:00 სთ-ზე ჯგუფის აქციების პრემიუმ ლისტინგში განთავსებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აქციებიმსოფლიოში ცნობილი ჰოსპიტალური ბრენდების: NMC Health, Al Noor Hospitals, Spire Healthcare-ის გვერდით განთავსდა.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ ლონდონის საფონდო ბირჟაზეაქციების განთავსებით 100 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი კაპიტალი მოიზიდა. აქციების ვაჭრობის შედეგად მოზიდული ინვესტიცია „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ კლინიკების ქსელის შემდგომ განვითარებას მოხმარდება, რაც თანამედროვე სამედიცინო ინფრასტრუქტურის შექმნას,ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვასა და ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებას გულისხმობს.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ საქართველოდან უკვე მეორე კომპანიაა, რომლის აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში განთავსდა.

ეს არის წარმატებული, სტაბილური და მომავალზე ორიენტირებული ბიზნესის კიდევ ერთი ქართული მაგალითი, რომელიც ქვეყნისადმი უცხოელ ინვესტორთა ნდობას და საქართველოს ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან წინაპირობას ქმნის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42