კონკურსი “მომავალი თბილისი დღეს 2015“ დასრულდა
საზოგადოება - 09:47, 20 Nov, 2015     1537

თბილისის საკრებულოში არქიტექტურული სტუდენტური კონკურსის, “მომავალი თბილისი დღეს 2015“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. გამარჯვებულები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად დააჯილდოვა.

კონკურსი თბილისის არქიტექტურასა და დედაქალაქის განვითარებაში სტუდენტების აქტიური ჩართულობის მიზნით განხორციელდა. მათ მიეცათ შესაძლებლობა, წარმოეჩინათ საკუთარი არქიტექტურული და არტისტული ნამუშევრები, არქიტექტურულ-ურბანულ-სივრცით ჭრილში შეექმნათ ინოვაციური პროექტები.

დავით ნარმანიას თქმით, მსგავსი კონკურსები ახალგაზრდებს პროფესიული განვითარების საშუალებას აძლევს.

„მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა, მართლაც საინტერესო ხედვები წარმოადგინეს და დღეს ჩვენ საკუეთესოები დავაჯილდოვეთ.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში გაიმართა სემინარებიც, სადაც სტუდენტებმა მიმართულებების დაზუსტების მიზნით, არქიტექტურული პროექტები და იდეები აღნიშნული სფეროს სპეციალისტებს გააცნეს და მათგან პროფესიული რჩევები მიიღეს. მსგავსი კონკურსები საშუალებას აძლევს მომავალ თაობას განვითარდნენ, გაიცნონ სფეროს უცხოელი ექსპერტები, იყვნენ აქტიურები. მსგავს პროექტებში მონაწილეობა ეხმარება ახალგაზრდებს, რათა გახდნენ საკუთარი საქმის პროფესიონალები და საკუთარი ცოდნა ქვეყნის, დედაქალაქის განვითარებისკენ მიმართონ.

სწორედ ამიტომ, დედაქალაქის მერია მხარს უჭერს აღნიშნულ და მსგავსი სახის პროექტებს.

კონკურსი, სახელწოდებით “მომავალი თბილისი დღეს 2015“, პირველ სექტემბერს გამოცხადდა. საპრიზო ფონდი, ჯამში, 14 000 ლარს შეადგენდა. გამარჯვებული იდეის ავტორი 8 ნომინაციაში გამოვლინდა. 2 გრან-პრის მფლობელს 4 000 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო, დანარენ 6 ნომინაციაში გამარჯვებულ კონკურსანტებს კი ფასიანი საჩიუქრები გადაეცათ.

პროექტი თბილისის განვითარების ფონდმა, დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, „Peter Moennig“ ფონდთან და „Tbilisi International Rotary Club“-თან ერთად განახორციელა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42