ლეგენდარული „გზის მეფე“ - Toyota LC200 ახალ სახეს იძენს!
ბიზნესი & ეკონომიკა - 09:33, 20 Nov, 2015     4357

საქართველოში ტოიოტას ორივე ოფიციალური დილერის - “ტოიოტა ცენტრი თბილისის” და “ტოიოტა ცენტრი თეგეტას” შოურუმებში ახალი LC200 გამოჩნდა - ავტომობილი, რომელიც საქართველოში უკვე ბევრი წელია, არა მხოლოდ კომფორტული გადაადგილების საშუალებას, არამედ ცხოვრების სტილისა და განსაკუთრებული სტატუსის ნიშანს წარმოადგენს.

Land Cruiser-ის ყოველი ახალი თაობა ამ მოდელის 60-წლიან ისტორიას ეფუძნება და იდეალურად ითავსებს საყოველთაოდ აღიარებულ საიმედოობას, სიმტკიცესა და ხარისხს. გარდა ამისა მოდელის ყოველი განახლებული ვერსია მძღოლისა და მგზავრების კომფორტის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას ემსახურება. ამ თვალსაზრისით ახალი LC200 საუკეთესოდ აგრძელებს წლების მანძილზე კანონზომიერებად ქცეულ ტრადიციებს.

ამჯერად, მოდელის თაყვანისმცემლებს სასიამოვნო სიურპრიზები ავტომობილის ექსტერიერშიც და ინტერიერშიც ელით.

განახლებულმა LC200-მა მიიღო რადიატორის უფრო მასიური ცხაურა, შეიცვალა წინა ოპტიკა და უკანა სანათები და ბამპერი. რამაც ავტომობილს კიდევ უფრო აგრესიული და თავდაჯერებული იერი მიანიჭა.

საკმაოდ მნიშვნელოვნად შეცვლილია წინა პანელი: ცენტრში გაჩნდა 9 დუიმიანი ფერადი სენსორული მონიტორი, ცენტრალურ პანელზე კი - ტელეფონის უსადენო დამტენი. შეიცვალა აგრეთვე ინსტრუმენტების პანელიც, რომლის ცენტრშიც ახალი 4.2 დუიმიანი ეკრანი განთავსდა.

ავტომობილს გააჩნია 4 კამერისგან შემდგარი წრიული ხედვის სისტემა, რომელიც შეუცვლელია უგზოობაზე მოძრაობისას. აღმართზე ასვლისას კი ძალზე მოსახერხებელია ფართოკუთხოვანი კამერის გამოყენება, რომელიც ბორბლების ქვეშ მდგომარეობის კონტროლის საშუალებას იძლევა.

აღსანიშნავია აგრეთვე ახალი მოდელის გაუმჯობესებული ეკოლოგიური მაჩვენებლები გამონაბოლქვის შემცირებული მახასიათებლებით ევრო 4-ის სტანდარტის შესაბამისად.

ამჟამად საქართველოში LC200 წარმოდგენილია 4.0 და 4.6 ლიტრიანი ბენზინის ძრავებით და 4.5 ლიტრიან დიზელის ძრავით, რომელთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით დიზელის მოდელი სარგებლობს. ამ ავტომობილის ეკონომიურობა და მაღალი მაბრუნებელი მომენტი მას რეგიონის უდაო ბესტსელერად აქცევს. ტოიოტა-ს აღიარებული ხარისხი და სანდოობის მაჩვენებლები კი მეორად ბაზარზეც LC200 -ზე მუდმივ მაღალ მოთხოვნას უზრუნველყოფს .

ახალი LC200-ის შეძენა, მომხმარებელს ტოიოტას ორივე ოფიციალურ დილერთან - “ტოიოტა ცენტრი თბილისსა” და “ტოიოტა ცენტრი თეგეტა”-ში უკვე შეუძლიათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42