„საქართველოს ბანკის“ შვილობილი, „გალტ&თაგარტი“,ქვეყანაში წამყვანი კომპანიაა ინვესტიციებისმართვისმომსახურების სფეროში. „გალტ& თაგარტს“ აქვს საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე მუშაობის უნიკალური და ხანგრძლივი გამოცდილება, მათ შორის კაპიტალის ბაზრების განვითარების მიმართულებით. „გალტ& თაგარტის“ კვლევების მიმართულება ფარავს საქართველოსა და აზერბაიჯანის მაკროეკონომიკას, ასევე აქვეყნებს საქართველოს ეკონომიკის სექტორებისა და ფიქსირებული შემოსავლის კვლევებს.„გალტ & თაგარტის“ კვლევების მიმართულება აერთიანებსკონკრეტულ სექტორებზე მიმაგრებულქართველ და აზერბაიჯანელ ფინანსისტებსა და ეკონომისტებს.
„გალტ&თაგარტი“ არის უაღრესად ღირებული პარტნიორი, რისი დასტურიცაა კომპანიის მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზრების ზუსტი და სრულყოფილი კვლევა, ისევე როგორც კლიენტებისთვის დროული ანალიზის მიწოდება. მოხარული ვართ, რომ „გალტ& თაგარტთან“ პარტნიორობის შედეგად მათი მაკროეკონომიკური, სექტორული და ფიქსირებული შემოსავლის შესახებ კვლევები ხელმისაწვდომი იქნება Thomson Reuters-ის საშუალებით. ხსენებული პარტნიორობა დასტურია ჩვენი მოწოდებისა ვითანამშრომლოთ წამყვან კომპანიებთან და მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებელს მასალა, რომელიც მათ დაეხმარებათ კარგად ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში,“ განაცხადა Thomson Reuters-ის კონტენტის მართვის დირექტორმა, იან ბროქლერჰურსთმა.
"ჩვენ უაღრესად მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ მსოფლიოს წამყვან მედიაკორპორაცია Thomson Reuters-თან, რომელიც ბიზნესის პროფესიონალებისთვის ინფორმაციის საუკეთესო წყაროა. „გალტ&თაგარტმა“ საქართველოში პირველმა დაიწყო მუშაობა საინვესტიციო საბანკო კვლევების მიმართულებით. ხსენებული შეთანხმება არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი„გალტ&თაგარტისთვის“, რომელიც საქართველოსა და მეზობელი რეგიონის შესახებ მაღალი ხარისხის ანალიზისა და ინფორმაციისძირითადი წყარო ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის,“ აღნიშნა „გალტ&თაგარტის“ თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






