20-22 ნოემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია გაიმართება
საზოგადოება - 16:08, 19 Nov, 2015     1201
20-22 ნოემბერს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენციას უმასპინძლებს. კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ინტელის, მაიკროსოფტის, ლიბერთი ბანკისა და ესაბის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება.

კონფერენციის მიზანია სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება მასწავლებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტების წარმომადგენლებსა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის, ასევე სფეროში არსებული ინოვაციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირება.

კონფერენციის თემატური მიმართულებებია სწავლა და სწავლება ციფრულ ეპოქაში; მენეჯმენტი და ლიდერობა; პროფესიული განვითარება; სწავლა-სწავლებაში ისტ-ის გამოყენების შესახებ განხორციელებული კვლევები და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა.

კოფერენციაში დარგის ექსპერტები და ტრენერები, ასევე სკოლების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

3-დღიანი კონფერენციის ფორმატი მრავალფეროვანია და შედგება მოწვეული ექსპერტების პლენარული მოხსენებებისგან; პარალელური სესიებისგან, სადაც მონაწილეები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკას, სტრატეგიებს და ინოვაციურ იდეებს წარადგენენ; პოსტერების სესიისგან, სადაც ინტერაქციულ რეჟიმში იქნება წარმოდგენილი სკოლის, მასწავლებლის ან წარმატებული პროექტის შესახებ ინფორმაცია და სხვადასხვა წარმატებული მაგალითები; ტექნოლოგიების სესიისგან „მოიტანე საკუთარი მოწყობილობა“, რომელიც კომპიუტერულ მოწყობილობებთან პრაქტიკული სამუშაოებისგან შედგება. ასევე, სასკოლო ვიზიტისგან, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის მაგალითის დემონსტრირებისა და კონკრეტული ტექნოლოგიის გაცნობის მიზნით.

კონფერენციის პირველ დღეს გაიმართა ტექნოლოგიების გამოფენა იმ კომპანიების ორგანიზებით, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობს ან საგანმანათლებლო სეგმენტისთვის პროდუქციას ქმნის. გამოფენის მიზანია კომპანიებმა წარმოადგინონ ის შესაძლებლობები, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიები განათლების სფეროს სთავაზობს, ასევე უკუკავშირის გზით მოხდეს სკოლების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიღება. გამოფენაზე დაინტერესებული პირებისთვის ორგანიზებული იქნება პრაქტიკული აქტივობები კონკრეტული ტექნოლოგიის გასაცნობად.

კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა კრიტერიუმებით გამოვლინდებიან მონაწილეები, რომლებსაც ღონისძიების სპონსორები დაასაჩუქრებენ. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია ყოველწლიურად იმართება. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებისთვის სპეციალურად შექმნილია ვებგვერდი getc.ge, რომელზეც ხორციელდება რეგისტრაცია. კონფერენციის მონაწილეებს ვებგვერდის საშუალებით შეუძლიათ შეადგინონ სასურველი დღის წესრიგი, გაეცნონ მოკლე რეზიუმეებს და შეარჩიოს ის სესიები, რომელზე დასწრებაც სურთ.

ღონისძიების დასაწყისი: 20 ნოემბერი; 10:30 საათი

მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი

საკონტაქტო პირი: თაია მახარაშვილი 558 88 82 82, თამარ გურგენიძე 591 81 97 97





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42