სატრენინგო პროგრამა ხელს უწყობს პრაქტიკოსი პედაგოგების საგნობრივი ცოდნის აქტივაციას, საგნობრივი მეთოდიკის ასპექტების და ზოგადი პროფესიულუნარებისგანვითარებას.
აღნიშნული კურსი, ასევე ითვალისწინებს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული საგნის გამოცდისთვისმომზადებაში ხელშეწყობას. ტრენინგის მიმდინარეობისას მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ სასერტიფიკაციო გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას, დაადგინონ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი და დახვეწონ ტესტის შევსების ტექნიკა.
ტრენინგის გავლა უფასოა საჯარო სკოლის იმ მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, რომლებიც დარეგისტრირდნენ და ემზადებიან 2016 წლის იანვარში დაგეგმილი საგნის გამოცდისთვის.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს ->http://tpdc.ge/registration_2016/
მასალის გამოყენების პირობები






