საქართველოში 500 ათასი ქალი და ბავშვი არასრულფასოვნად იკვებება
საზოგადოება - 12:21, 19 Nov, 2015     2446
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად ხუთ წლამდე ასაკის 700-მდე ბავშვი იღუპება. ამასთანავე, არც მეტი, არც ნაკლები, ნახევარი მილიონი ქალი და ბავშვი კი არასრულფასოვნად იკვებება.

როგორც გაეროს ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, არასრულფასოვანი კვება ბავშვებში იწვევს ზრდის და გონებრივი განვითარების შეფეხებას, წონის დეფიციტს, სიმსუქნესა და სხვა პათოლოგიებს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემებით, კლების ტენდენციის მიუხედავად, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა საქართველოში ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება, ხოლო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში შუალედური პოზიცია უკავია. ჩვენზე უარესი სიტუაციაა აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. საქართველოში, 2013 წლის მონაცემებით, ყოველწლიურად ხუთ წლამდე ასაკის დაახლოებით 690 ბავშვი იღუპება. აქედან 600 პირველ 12 თვეში კვდება, მათგან დაახლოებით 390 დაბადებიდან პირველ კვირაში. ამის მიზეზებია ინფექციები და რესპირატორული/სუთქვითი პრობლემები. გაეროს 2015 წლის მონაცემებით, 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა 1000 ცოცხლად შობილზე 12-ია.“- აცხადებს მაია ქურციკიძე.

გაეროს ფონდის წარმომადგენელმა კვების დეფიციტის შესახებაც ისაუბრა და იმ საფრთეებზე გაამახვილა ყურადღება, რითაც აღნიშნული დეფიციტი ქალების და ბავშვების ჯანმრთელობას ემუქრება

„საქართველოში რაიმე ფორმით კვების დეფიციტს 500 000-ზე მეტი ქალი და ბავშვი განიცდის, რაც აისახება არა მხოლოდ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, არამედ მათ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, აკადემიურ მოსწრებაზე, შრომის ნაყოფიერებასა და, ამავე დროს, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზეც მოქმედებს. არასწორი კვება არაგადამდები დაავადებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად მოიაზრება. იგი მრავალი ქრონიკული დაავადების განვითარების მიზეზი ხდება, რომელთა ხვედრითი წილი მსოფლიოში საერთო სიკვდილიანობის დაახლოებით 60%-ს შეადგენს. არასრულფასოვანი კვება იწვევს: ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დეფიციტს, სიმაღლეში ზრდის შეფერხებას, წონის დეფიციტს ან, პირიქით, ბავშვთა სიმსუქნეს, განვითარების შეფეხებას, ბავშვებში მე-2 ტიპის დიაბეტს, იმუნოდეფიციტის გამო ხშირია ინფექციები, მოზრდილებში სიმსუქნე, ოსტეოპოროზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.კვების დეფიციტი ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობას გულისხმობს, რაც ორგანიზმის განვითარებისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელია.

კვების დეფიციტი იწვევს ორსულთა ანემიას, დაბადებისას არასაკმარის წონას, ახალშობილებში ნერვული მილის დეფექტს, ზრდაში ჩამორჩენას. რაც შეეხება კვების დეფიციტის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ამ მხრივ კვლევა არ ჩატარებულა, შესაბამისად ზუსტი მონაცემები არ გვაქვს. იუნისეფის მიერ 2009 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, კვების დეფიციტის გამო ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების 11 პროცენტს ზრდაში ჩამორჩენა აღენიშნება, ხუთ წლამდე ბავშვებში 23 პროცენტს - ანემია, ასევე ანემია არაორსული ქალების 24 და ორსულთა 25,6 პროცენტს აღენიშნება. ფოლიუმის მჟავის დეფიციტი კი რეპროდუქციული ქალების 36.6 პროცენტს დაუფიქსირდა. ფოლიუმის მჟავა რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის აუცილებელია, განსაკუთრებით ჩასახვამდე და ორსულობის პირველ ტრიმესტრში. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ფოლიუმის მჟავის დამატება ამ პერიოდში ნერვული მილის დეფექტის განვითარების სიხშირეს 50-75%-ით ამცირებს.

რკინა ტვინის განვითარებისთვის კრიტიკულად აუცილებელი კომპონენტია და მონაწილეობს თავის ტვინის გარსების ფორმირებაში, ნერვული უჯრედების ზრდისა და დიფერენცირების პროცესში, ელექტროფიზიოლოგიური ნეირო-იმპულსების გადაცემის პროცესში, მისი ნაკლებობა კი იწვევს მეხსიერებისა და მეტყველების დარღვევას, კითხვისა და ლოგიკური აზროვნების პრობლემებს, ყურადღების დეფიციტს, შესწავლის უნარის დაქვეითებას, ქცევის დარღვევასა და შრომისუნარიანობის დაქვეითებას.“- აღნიშნა მაია ქურციკიძემ "რეზონანსთან" საუბრისას.


სრულად იხილეთ resonancedaily.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42