ძალადობისგან დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შსს-ში მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
საზოგადოება - 09:54, 19 Nov, 2015     1243

შს სამინისტროს ინიციატივით, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის, ასევე, განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა, ბავშვთა ძალადობისგან დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის 191-ე საშუალო სკოლის 44 უფროსკლასელ მოსწავლესთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გამართეს.

შსს-ს წარმომადგენლები მოზარდებს ბავშვთა ძალადობის სხვადასხვა ფორმის, მათ შორის, ბულინგის შესახებ ესაუბრნენ, რომელიც გავრცელებულია სკოლის ასაკის ბავშვებში და ინფორმაცია მიაწოდეს იმ მძიმე დანაშაულების შესახებ, რომლებშიც შესაძლოა ბავშვები ჩართული იყვნენ, როგორც მსხვერპლნი. ასევე განიხილეს ბავშვთა ძალადობის ერთ-ერთი ფორმის - არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის საკითხი.

შეხვედრაზე მოზარდებს შსს-ს მიერ ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული ვიდეორგოლები უჩვენეს. შეხვედრის მონაწილეებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის წარმომადგენელმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ თუ ისინი გახდებიან ძალადობის ნებისმიერი ფორმის მსხვერპლი, თვითმხილველი ან თანამონაწილე, აუცილებლად უნდა დარეკონ „112“-ში, რათა მოხდეს შესაბამისი რეაგირება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი მაკა ფერაძე, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი დიანა როსტიაშვილი, „112“-ის ინსპექტირების სამსახურის მთავარი სპეციალისტი ირმა უტიაშვილი, სსიპ საგანმანათლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგი თეონა ჩიტიაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42