სასტუმრო „რადისონში“ მუნიციპალური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 17:20, 18 Nov, 2015     1206
თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა სასტუმრო „რადისონში“ გამართა მუნიციპალური პროგრამის პრეზენტაცია სახელწოდებით „ხალხური რეწვის დარგის განვითარება“. პრეზენტაციას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო.

დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს ტურიზმისა და მცირე მეწარმეობის განვითარებას და მეწარმეებს შემოსავლების გაზრდაში დაეხმარება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია ხალხური რეწვის განვითარების ხელშეწყობაზე, რასაც რამდენიმე მთავარი შედეგი მოყვება. პირველ რიგში, ეს არის ტურიზმის განვითარება, ვინაიდან, ხალხური რეწვის ნიმუშები, ჩვენს ტრადიციებთან და ტრადიციების მიხედვით წარმოებასთან არის დაკავშირებული და ტურისტების ინტერესს იწვევს. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეების შემოსავლის გაზრდას და ეს სოციალური დატვირთვის მქონე პროექტიც არის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პრეზენტაციაზე თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე მარგიშვილმა პოტენციურ ბენეფიციარებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს პროგრამის ფარგლებში შემუშავებული ხელშეწყობის ინსტრუმენტებისა და პროგრამის განხორციელების დეტალები გააცნო.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, მერიისა და საკრებულოს, უცხოური დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ასევე პოტენციური ბენეფიციარები.

აღნიშნული პროგრამათბილისის საკრებულომ მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს დაამტკიცა. პროგრამისძირითადი მიზანია ხალხური რეწვის დარგში მოქმედი მეწარმეების გადაიარაღება; სამუშაო პირობების გაუმჯობესება და განსაზღვრული ვადის განმავლობაში მათი სამრეწველო-სავაჭრო ფართებით უზრუნველყოფა; პროფესიული და სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით ტრენინგების ჩატარება; წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ხალხური რეწვის მაღაზიის ფუნქციონირება ქალაქ თბილისში; ასევე, პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, კონფერენციების, სამიტების, ფესტივალების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა; საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებსა და ბაზრობებში მეწარმე სუბიექტების მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა და მათი ნამუშევრების წარმოჩენა; საექსპორტო გაყიდვის არხების განვითარებისთვის უცხოელი პოტენციური საბითუმო მყიდველებთან დაკავშირება და სავაჭრო ვიზიტების ორგანიზება.

პროგრამა ხელს შეუწყობს ხალხური რეწვის დარგში მოღვაწე მეწარმე სუბიექტების როგორც სამეწარმეო პირობების ასევე პროფესიული ცოდნის ამაღლებას, სუვენირების ბაზრის განვითარებას, ხალხური რეწვის სალონების ტურისტულ ატრაქციად გარდაქმნას და ქართული ხალხური რეწვის პროდუქტების ცნობადობის ზრდას საზღვარგარეთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42