რა აკავშირებს კეთილმოწყობის სამსახურის პოტენციურ უფროსს ივანიშვილთან?
საზოგადოება - 16:14, 18 Nov, 2015     3965
თბილისის მერის, დავით ნარმანიას მიერ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი გივი კუბლაშვილი "ელიტა ბურჯში" დირექტორის მოადგილე იყო.

როგორც კუბლაშვილი ამბობს, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიაში მას დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ამასთან ხელმძღვანელობდა შესყიდვების და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს და სასაწყობო მეურნეობას.

"ვადასტურებ, რომ "ელიტა ბურჯში" დირექტორის მოადგილე ასევე შესყიდვების და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს და სასაწყობო მეურნეობას ვხელმძღვანელობდი, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ. ყველაფერს გავაკეთებ თბილისისთვის და თბილისსელებისთვის" - აღნიშნა კუბლაშვილმა.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი ამბობს, რომ მას თბილისის მერთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს.

დღეს დავით ნარმანიამ ვაკანტურ თანამდებობებზე დედაქალაქის მერიაში 5 სამსახურის უფროსი და ვაკის რაიონის გამგებელი წარადგინა.

კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამდებობაზე საკრებულოს დასამტკიცებლად წარედგინება გივი კუბლაშვილის კანდიდატურა. გივი კუბლაშვილი განათლებით სამართალმცოდნეა და მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებში.

რაც შეეხება ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, აღნიშნულ თანამდებობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გიორგი ბაგრატიონის კანდიდატურა წარედგინება დასანიშნად. გიორგი ბაგრატიონი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია და იგი, ამ დრომდე, დედაქალაქის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შპს-ს, „თბილსერვის ჯგუფს“ ხელმძღვანელობს.

განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საკრებულოს ირაკლი გვილავას კანდიდატურა წარედგინება. ირაკლი გვილავა 2013 წლიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს და ამ სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ამასთანავე, ირაკლი გვილავა გახლავთ საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის წევრი. იგი, აღნიშნულ სფეროში, ინტენსიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში.

კიდევ ერთი სამსახური, რომლის უფროსის კანდიდატურაც საკრებულოს წარედგინება ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურია. ამ თანამდებობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნოდარ ჭიჭინაძის კანდიდატურა წარედგინება დასანიშნად. ნოდარ ჭიჭინაძე პროფესიით ეკონომისტია და გარდა იმისა, რომ აღნიშნულ სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, იგი, ასევე, წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმებსა და პროგრამებში. ამავდროულად გახლავთ არაერთი ვრცელი ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი საფინანსო სფეროში.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კი საკრებულოს ნინო სულხანიშვილის კანდიდატურა წარედგინება. ნინო სულხანიშვილი ჯერ კიდევ 1993 წლიდან მუშაობდა მერიის მიწის მართვის სამმართველოში. მოგვიანებით კი მან საქმიანობა განაგრძო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ნინო სულხანიშვილს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან პარტნიორობით, განხორციელებული აქვს 50-ზე მეტი გარემოსდაცვითი პროექტი. იგი გახლავთ თბილისის გაფასების რუკის ავტორი.

რაც შეეხება ვაკის რაიონის გამგებლის ვაკანტურ პოსტს, აღნიშნულ თანამდებობაზე დედაქალაქის მერმა ნოდარ ტურძელაძე წარადგინა, რომელიც ამ დრომდე ვაკის რაიონის გამგეობაში გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებს. ნოდარ ტურძელაძეს აქვს მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მმართველობის დარგში. აღსანიშნავია, რომ იგი, ასევე, აქტიურად იყო ჩართული 13 ივნისიის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

აღნიშნული კანდიდატურები საკრებულოს დასამტკიცებლად დღეს გადაეგზავნება.

შეგახსენებთ, დაახლოებით 2 კვირის წინ თბილისის მერიაში თანამდებობები დატოვეს ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გეგი ნიჟარაძემ, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ, ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ. ასევე ვაკანტური იყო ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსისა და ვაკის გამგებლის პოსტებიც.

წარდგენილი კანდიდატები მუშაობას მას შემდეგ შეუდგებიან, რაც თბილისის საკრებულო მათ ნდობას გამოუცხადებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42