კრისტი სპეციალურად „ნიუპოსტისთვის“ რამდენიმე კითხვას პასუხობს და აღიარებს, რომ „ვისაუბროთ პაკოზე“ ყველაზე მეტად მოსწონს იმ ფილმებიდან რომელშიც აქამდე მიუღია მონაწილეობა:
- ფილმის რეჟისორი ჟენია გორინი. ჩემი მეგობრისგან მოსკოვში გავიცანი. მან ჩემში დაინახა ეს კონკრეტული როლი და შემომთავაზა ფილმში გადაღება. ძალიან საინტერესო სამუშაოა, ჩვეულებრივი მხატვრული ფილმი არ არის. ფილმში ძალიან ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ, ისეთები როგორებიც არიან კარტერი, ჯიბსი კინგი და ასე შემდეგ. მე მკითხავის როლს ვთამაშობ და მთელი ფილმის განმავლობაში ვხსნი ტაროს კარტებს, რომელზეც გამოსახული არიან ეს მუსიკოსები. ფილმს ჰქვია „ვისაუბროთ პაკოზე.“ პაკო დე ლუსიო იყო ძალიან ცნობილი მსოფლიო დონის გიტარისტი, რომელსაც რეჟისორი მას კარგად იცნობდა და გადაწყვიტა მისთვის ფილმი მიეძღვნა.
- როდის შედგება ფილმის პრემიერა?
- თებერვალში არის პაკო დე ლუსიოს გარდაცვალების დღე და სწორედ მაშინ იგეგმება ფილმიც პრემიერაც. ფილმის მთავარი პრემიერა მოსკოვში გაიმართება. ამის შემდეგ იგეგმება ფილმის ფესტივალზე გატარა ესპანეთში. ასევე ძალიან უნდათ, ფილმის პრემიერა თბილისშიც შედგეს, რაშიც მე ყველანაირად დავეხმარები.
- შენი სცენების გადაღებები სად მიმდინარეობდა?
- გადაღებები ესპანეთში იყო. მაისის თვეში 10 დღით ვიყავით ჩასული. ვცხოვრობდით ევროპაში ერთ-ერთ უძველეს ქალაქში კადისში, საიდანაც კოლუმბი გავიდა. სხვათაშორის იმ პორტშიც გვქონდა რამდენიმე სცენის გადაღება. ასევე გადაღებები გვქონდა მის გარშემო სხვა და სხვა ქალაქებში. ფილმში, სადაც ჩემი სახლი მდებარეობს, ძალიან ლამაზ, ძველ და პატარა ქალაქში, ვეჰერშია. მაქსიმალურად კარგი პირობები შემიქმნეს და ამიტომ როლის მორგება არ გამჭირვებია. იმდენად კომფორტულად ვიყავი, თავი მართლა იმ სახლის დიასახლისი მეგონა.
- მსახიობის ამპლუაში პირველად არ ყოფილხარ, ანუ ეს შენთვის პირველი ფილმი არ არის.
- როგორც ასეთი საერთაშორისო ფილმი პირველია, მაგრამ მანამდე რამდენიმე ფილმში მაქვს მონაწილეობა მიღებუი. ეს არის გიგა აგლაძის „გოგონა სლაიდიდან,“ ასევე მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში გადამიღეს, ერთ ფილმში მე და ნატალიაც ვთამაშობთ ერთად. მოკლედ პატარ-პატარა როლები მქონდა ადრეც, მაგრამ ეს ფილმი („ვისაუბროთ პაკოზე“) ყველაზე მეტად მომწონს.
მარიკა ხიდურელი
მასალის გამოყენების პირობები