როგორც „ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი, გარდაცვლილი სოჭში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების წევრი იყო.
რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობის მოტივს, წინასწარი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი 30 000 აშშ დოლარის გამო მოკლეს.
როგორც „ნიუპოსტს“ გარდაცვლილის ნაცნობებმა განუცხადეს, ბერაიას სოჭში ცნობილ კრიმინალურ დაჯგუფებასთან „შიკართან“ ტოტალიზატორებისა და სათამაშო აპატატებიდან ამოღებული 30 ათასი აშშ დოლარის გამო მოუვიდა უთანხმოება.
„შიკარის წევრები თვლიდნენ, რომ ამოღებული თანხა მათთვის უნდა მიეცა ბერაიას, რადგან ისინი უბანს აკონტროლებდნენ, ნიკოლოზი თვლიდა, რომ ეს თანხა ამ დაჯგუფებას არ უნდა გადასცემოდა, როგორც ხდება დაინიშნა გარჩევის დღე, სადაც მოხდა მკვლელობა, როგორც ვიცი ბერაიას თან მეგობრები ახლდნენ, თუმცა ოფიციალურად მათ სამართალდამცავებისთვის ჩვენება არ მიუციათ, ამიტომ მკვლელობაში ეჭვმიტანილები დაკავებულები არ არიან“- უთხრა „ნიუპოსტს“ ბერაიას ახლობელმა.
მისი ინფორმაციით, კრიმინალური შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. გარდაცვლილის ახლობელი ყვება, რომ „შიკარის“ დაჯგუფებასთან გარდაცვლილს 5 თვის წინაც მოუვიდა უთაანხმოება, მაშინ მიკროავტობუსებიდან ამოღებული შემოსული თანხის გამო მოხდა ე.წ კრიმინალური გარჩევა.
ნიკოლოზ ბერაია წარმოშობით აფხაზეთიდანაა, გარდაცვლილი დაოჯახებული არ ყოფილა, მშობლები კი გარდაცვლილი ჰყავს. ის საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა, მას ზუგდიდის რაიონში, კერძოდ კობინატში ჰქონდა სახლი, სადაც ზაფხულს ხშირად ატარებდა.
მოკლულს სამშობლოში მას შემდეგ გადმოასვენებენ, რაც სოჭში ექსპერტიზისს დასკვნა და შესაბამისი დოკუმენტაცია მომზადდება. ცხედარი ამ დრომდე პროზექტურაში რჩება.
მასალის გამოყენების პირობები