საღამოზე მსახიობმა მურმან ჯინორიამ გალაკტიონის ლექსების მიხედვით დადგმული მონო - სპექტაკლი „ქარი მწყურია მე პირდაპირი“ წარმოადგინა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად ვიხსენებთ გალაკტიონს მისი სახელის უკვდავსაყოფად. წელს მოვაწესრიგეთ მუზეუმი, იმისათვის, რომ დამთვალიერებლებისათვის იყოს სათანადო გარემო, გამოვეცით სპეციალური კრებული. დღეს კი ძალიან საინტერესო საღამო გაიმართა, სადაც ბატონმა მურმან ჯინორიამ კიდევ ერთხელ გაგვახსენა გალაკტიონისგან მიღებულული უზარმაზარი მემკვიდრეობა“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერიისა და დედაქალაქის საკრებულოს წარმომადგენლები.
გალაკტიონის ბინა-მუზეუმი რამდენიმე დღის წინ განახლდა. დამონტაჟდა სპეციალური ტექნიკა, რომლის საშუალებითაც დამთვალიერებელს საშუალება ექნება, უწყვეტ რეჟიმში, მოისმინოს გალაკტიონის მიერ წაკითხული ლექსების ჩანაწერები, დაათვალიეროს მისი ფოტოსიურათები და ვიდეო მასალა. თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, მუზეუმის კომერციალიზაციისა და პოპულარიზაციის მიზნით, დამზადდა გალაკტიონის ფოტოებითა და ხელნაწერებით გაფორმებული ბლოკნოტები, მაისურები, ჩანთები და მაგნიტები.
მუზეუმის პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა წიგნი „მე ვკითხულობ გალაკტიონს“, სადაც აღბეჭდილია რიგითი მოქალაქეების მიერ გალაკტიონის ლექსების კითხვის პროცესი. წიწიგნის პრეზენტაცია გალაკტიონის დაბადების დღეზე გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები