პროექტის „ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ ფარგლებში მასწავლებლებთან შეხვედრა გაიმართა
საზოგადოება - 18:12, 17 Nov, 2015     833
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით პედაგოგებისთვის მიმდინარეობს სემინარი „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“. პროექტის ფარგლებში, სემინარის მონაწილეებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა, სადაც მასწავლებლები ცენტრის გეოგრაფიის საგნობრივ კონსულტანტს შეხვდნენ და სკოლებში კატასტროფების რისკის შემცირების სწავლებაზე მიიღეს ინფორმაცია.

პროექტში თბილისისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სკოლების გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 30 პედაგოგი მონაწილეობს. სემინარის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე პროცესებისა და გლობალური უსაფრთხოების მშენებლობაში საქართველოს როლის შესახებ.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ლიტვის რესპუბლიკის ელჩთან გიედრიუს პუოჯუნასთან, რომელიც NATO-ში გაწევრიანების პროცესში ლიტვის რესპუბლიკის გამოცდილების შესახებ ისაუბრებს, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტთან მიხეილ დარჩიაშვილთან. საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე კი საინფორმაციო ომის თავისებურებებზე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ გავრცელებულ მითებსა და რეალობებზე გაამახვილებს ყურადღებას.

სემინარი სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ინიციატივითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით უკვე მეორე წელია იმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42