„1 თვის ბავშვის გადასარჩენად ყველაფერს ვაკეთებთ“ - იაშვილის კლინიკა განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 16:30, 17 Nov, 2015     7365

იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკურ საავადმყოფოში მცდარს უწოდებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მშობლებისგან მიტოვებული 2 დღის ბავშვი კლინიკაში იმყოფება და უყურადღებობის გამო მოსახლეობის დახმარებას საჭიროებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კლინიკის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს:

„განვმარტავთ, რომ ჩვენს კლინიკაში ამ დროისათვის მკურნალობის კურსს არ გადის არცერთი ბავშვი, რომლიც ოფიციალურად მიტოვებულად ითვლება, ასევე არ წევს არცერთი პაციენტი, რომელიც მოსახლეობისგან რაიმე ტიპის მოვლის საგნებს საჭიროებდეს.

გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას არასრულწლოვან პაციენტებთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან სენსიტიური თემა და ამით პირველ რიგში ზიანი ადგება პაციენტებს და მათ მშობლებს, რომლებიც მ.იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობის პროცესს გადიან.

ნებართვის გარეშე მოპოვებული ფოტო, რომელიც გუშინ სოციალურ ქსელებში და სააგანეტოებში გავრცელდა ეკუთვნის 1 თვის ბავშვს, რომელსაც ურთულესი თანდაყოლილი ნევროლოგიური დიაგნოზი აქვს და მის გადასარჩენად კლინიკა ყველაფერს აკეთებს, მას უკვე ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური ნეირო-ქირუგიული ოპერაცია და ახლა კლინიკაში მკურნალობის სრულ პროცესს გადის. აღნიშნული პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ბავშვის მშობლების თანხმობის საფუძველზე ვასაჯაროებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42