ორსულთა და ახალშობილთა მეთვალყურეობის ახალი ელექტრონული სისტემა ინერგება
საზოგადოება - 16:22, 17 Nov, 2015     2277

ჯანდაცვის სამინისტრო ანტენატალურ და სამეანო მომსახურებაზე ზედამხედველობას აძლიერებს. ამ მიზნით დაინერგება აღრიცხვიანობის ახალი ელექტრონული სისტემა „ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის ელექტრონული მოდული“, რომელიც აძლიერებს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მართვის საინფორმაციო სისტემას; უზრუნველყოფს მონაცემთა სიზუსტეს; აადვილებს მომსახურების მიწოდებაზე კონტროლსა და ანგარიშგებას; აუმჯობესებს სერვისის ხარისხს და იძენს უდიდეს პოტენციალს გახდეს მსოფლიო სამეცნიერო კვლევების ნაწილი.

ახალი ელექტრონული სისტემა ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანმა წარადგინეს.

აღნიშნული პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური და ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს ანტენატალური კლინიკების და სამშობიაროების წარმომადგენელთა ტრენინგი-მონაცემთა შეყვანასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დაგეგმილია მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული დაწესებულებების 500-მდე წარმომადგენლის მომზადება. თბილისის გარდა ტრენინგები გაიმართება იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში.

2016 წლიდან „ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის ელექტრონულ მოდულში“ მონაცემების განთავსება სავალდებულო გახდება და მისი გამოყენება მოხდება, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში წარსადგენი სტატისტიკური ანგარიშგებისთვის, ასევე ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამისა და მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების კომპონენტებში.

ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვაში საქართველოს ეხმარება ნორვეგიის ტრომსოს უნივერსიტეტი, რომელიც ასევე აქტიურად ჩაერთვება მოდულის დანერგვის პროცესშიც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42