სამუშაოები საგზაო მონაკვეთებზე მიმდინარეობს შენარჩუნებული მოძრაობის პირობებში:
• თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ123-ზე მდ. სურამულას კალაპოტიდან გადმოსვლი შედეგად დარჩენილი შლამისგან გზა გაიწმინდა.
• თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის 141- კილომეტრზე წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ჩამორეცხა გზის ფერდი და გზის გვერდული ჩავარდა - დღეს დასრულდება აღნიშნული გვერდულის აღდგენითი სამუშაოები.
• თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ 155-ზე მდ. რიკოთულამ გამორეცხა გზის ქვედა საყრდენი კედელი. ჩავარდა გზის გვერდული. მიმდინარეობს გვერდულის გამაგრება ქვების წყობით, აღდგენითი სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება
• თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ169 და კმ159 -ზე ჩამოვიდა ჩამონაშალები და დიდი ზომის ლოდები, რაც გაიწმინდა.
• თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ174-კმ189-ზე შროშა-ზესტაფონის მონაკვეთზე ჩამოვიდა ქვები და შვავები, რაც გაიწმინდა.
• თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ 210-ზე დაზიანდა გზის სავალი ნაწილი, რომელიცაღდგენილია, თუმცა სამუშაოები გრძელდება.
ცენტრალურ მაგისტრალზე დაზიანებული გზები, სადაც მოძრაობა დაიკეტა:
• თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ 206-ზე თერჯოლის გადასახვევთან ადიდებულმა მდ. ჩხარამ ორჯერ დააზიანა დროებითი გზა, რომელიც აღდგენის შემდეგ მეორედ დაიკეტა. ამ დრომდე მიმდინარეობს აღდგენილითი სამუშაოები.
• თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ293-ზე, ქ. სენაკში შესასვლელი გზის სავალი ნაწილი ადიდებულმა წყალმა დააზიანა. წყალგამტარი მილისა და სავალი ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა და გზა გაიხსნა.
სტიქია შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე:
• ნოქალაქევი-ბანძა-ხონის ს/გზის კმ4-ზე მდ. ტეხურმა გამორეცხა გზის საყრდენი კედელი. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები; კედელი აღდგენილია, თუმცა კაპიტალურად გამაგრების სამუშაოები გრძელდება
• ქუთაისი-ბაღდათის ს/გზის კმ 7-კმ 8-ზე მდ. ძირულამ დატბორა გზა და მიმდებარე ტერიტორია. გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა;
• ძირულა-ხარაგაულის ს/გზის კმ2-ზე მდ. ყვირილა გზაზე გადმოვიდა - გზა შლამისაგან გაიწმინდა;
• ძირულა-ხარაგაულის ს/გზის კმ 24-ზე სოფ. მარელისთან მდინარემ გამორეცხა კედელი და ჩაიქცა. გამაგრდა ფერდი ბეტონის ფილებით;
• გომი-საჩხერე-ჭიათურის ს/გზის კმ 2-ზე ადიდებულმა მდინარემ დატბორა სავალი ნაწილი და მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები. მოეწყო დრენაჟი - გზის ქვეშ განთავსდა წყალგამტარი მილი. სამუშაოები უკვე დასრულებულია.
საავტომობილო გზები, სადაც პრობლემები იყო დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო და განხორციელდა როგორც გაწმენდითი, ასევე მარილის დაყრის სამუშაოები:
• მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი კმ85-კმ136 (სეთურები-ლარსი)- ძლიერი თოვის და ქარბუქის გამო მოძრაობა დაკეტილია
• ვაზიანი-გომბორი-თელავი კმ36-კმ48 (უღელტეხილისმონაკვეთი);
• ტყიბული-ამბროლაური კმ38-კმ48 (ნაქერალასუღელტეხილი);
• თბილისი-თიანეთი კმ19-კმ32 ( ცხვარიჭამია-საბადური);
• ბორჯომი-ბაკურიანი კმ18-კმ24 (ცემი-ბაკურიანი);
• ცაგერი-ლენტეხი-ლასდილი კმ85-კმ136 (ლენტეხისზევით);
• ჯვარი-ხაიში-მესტია-ლასდილი კმ70-კმ185 (ხაიმი-მესტია-უშგული)- აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
• კოდა-ნინოწმინდის ს/გზის კმ94 -კმ110 ფარავნის უღელტეხილი - მოძრაობა დაკეტილია;
• გოდერძის უღელტეხილის კმ106-კმ117 - მოძრაობა დაკეტილია.
საგზაო მონაკვეთები, სადაც უხვი ნალექის გამო განვითარდა მეწყრული მოვლენები, შვავებისა და ქვების ჩამოშლა:
ბაღდათი-საირმისს/გზის კმ25-კმ50;
წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხისს/გზის კმ39-კმ90;
ქედა-ხულოსს/გზის კმ 89;
ქუთაისის-ტყიბულის ს/გზის კმ 11;
ხაიში-მესტიისს/გზისკმ40-კმ141;
ვაზიანი-გომბორისს/გზის კმ18- კმ34; კმ 36-კმ 48;
აღნიშნულ საავტომობილო გზებზე ჩამოსული ჩამონაშალების გაწმენდა დასრულდა ან მიმდინარეობს.
ძლიერი ქარის მიერ დაზიანებული ობიექტები:
• ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა(გაწყდა) რიკოთის გვირაბის მკვებავი
განათების 10.000 კ-იანი სადენი. გვირაბში განათება მოეწოდებოდა
დიზელ-გენერატორის საშუალებით. დღეისათვის, ელექტრომომარაგება აღდგენილია.
• გორი-ცხინვალის ს/გზაზე ძლიერმა ქარმა წააქცია გამხმარი ვერხვის
ხეები. გაიწმინდა, დაიჭრა და ჩაბარდა ადგილობრივ გამგეობას;
• იგივე მდგომარეობაა ულიანოვკა-ბოდბეს მიმართულებით, სადაც ძლიერმა
ქარმა წააქცია კაკლის ხეები. გაიწმინდა, დაიჭრა და ჩაბარდა ადგილობრივ გამგეობას.
მასალის გამოყენების პირობები






