წინა კვირას, „სისხლიან პარასკევს“ ISIS-ის მებრძოლებმა ძველ და ახალ სამყაროს შორის ზღვარი გაავლეს.
მაშინ როცა მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ერთიანია და ჯიჰადისტების წინააღმდეგ მასშტაბურ ბრძოლას იწყებს, ამ საკმაოდ სენსიტიური თემის ირგვლივ კი მოზომილი საპასუხო შეფასებები კეთდება, აღმოჩნდა რომ გარკვეული კომპანიებს ნებისმიერი თემის, საკუთარ ინტერესებზე მორგება შეუძლიათ. ასეთი აღმოჩნდა ქართული კომპანია "iPhone +" - ი. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერებმა გამოხატვის თავისუფლების მოტივით, "iPhone +" - ის საკმაოდ სკანდალური სარეკლამო ვიდეომიმაართვა ჩაწერეს, სადაც კომპანიის თანამშრომლები ჯიჰადისტების პერფომანსით, მომხმარებელელს კომპანიის სიახლეებს ამცნობენ და კონკურენტებს აფრთხილებენ.
პარიზში განვითარებული მოვლენების ფონზე, აღნიშნულმა ვიდეომ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
მით უფრო, რომ ვიდეოში თანამშრომლები ნიღბებით და იარაღებით არიან შეიარაღებულნი.
„ნიუპოსტი“ დაინტერესდა, რატომ გადაწყიტა კომპანიამ სარეკლამო ვიდეორგოლის საზოგადოებისთვის აღნიშნული ფორმით მიწოდება და iPhone + ის წარმომადგენელს გოგა თირქიას გაესაუბრა.
- სოციალურ ქსელში აქტულურობას არ კარგავს „აიფონ პლიუსის“ ვიდეომიმართვა, რომელშიც თანამშრომლები ჯიჰადისტების პერფომანსს დგამენ და მომხმარებლბებს სიახლეებს ამ ფორმით ამცნობენ. ვის ეკუთვნის იდეა?
- ეს ვიდეომიმართვა ნამდვილად ჩვენს კომპანიას ეკუთვნის. ეს არის ერთგვარი პერფომანსი და არანაირი პოლიტიკური ან სხვა სახის ვიდეო არ არის.
- პარიზის მოვლენების ფონზე, თუ გქონდათ გათვლილი ამ ვიდეოს გავრცელების შესაძლო შედეგები, როდესაც მსოფლიო ებრძვის ტერორიზმს, დაღუპულია 130-მდე ადამიანი... ნიღბიანი და შეიარაღებული ადამინების მოწოდება, შეიძლება თუ არა გაიგივდეს ტერორიზმის წახალისებასთან? მითუმეტეს როცა სოციალურ ქსელში აღნიშულმა მასალამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვა?
- სოციალურ ქსელში არსებულ გამოხმაურებასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ყველანაირი აღქმა არის ინდივიდუალური. ეს მისი პიროვნული უფლებაა. რაც შეეხება იარაღს, ვიდეოში გამოყენებული იარაღები სათამაშოა. ალბათ გსმენიათ, „შარლი ებდოსთან“ დაკავშირებით, ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს ვიდეო არ აყენებს არავის შეურაცხყოფას. ეს არის უბრალოდ დადგმა, თეატრალური დადგმა და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ამას პოლიტიკური ან სხვა სახის მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. ეს არ არის ტერორიზმისადმი მოწოდება და წახალისება, რა თქმა უნდა. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, შესაბამისად სრული უფლება გვაქვს მსგავსი პერმომანსი გავაკეთოთ. აღქმა კი სხვა საკითხია. როგორ ფიქრობთ, ISIS-ს ტერორისტებს მკერდზე „აიფოუნის“ ლოგო ახატიათ?...
- შეთანხმებულია თუ არა „ეიფლის“ ოფიციალურად წარმომადგენელებთან აღნიშნული ვიდეომიმართვის შესახებ?
- iPhone + -ი „ეიფლის“ ოფიციალურად წარმომადგენელი ჯერჯერობით არ არის. ამ სტატუსის მოპოვებას კომპანია იანვრისთვის აპირებს.
"ნიუპოსტი" „მარკეტერის“ დამფუძნებლს აკო ახალაიასაც დაუკავშირდა, რომელიც თვლის, რომ სენსიტიურ თემებზე "ღადაობა" არ შეიძლება -
"არსებოს თემები, რომლებზეს ხუმრობა და რეკლამისთვის გამოყენება არ შეიძება. მითუმეტეს მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ტერორიზმის მსხვერპლს გლოვობს. ამ ფონზე, iPhone + ის მიერ გადაღებული ვიდეო ვითარებას დაძაბავს. ბევრი ადამიანისთვის მტკივნეულია, როდესაც ამ თემას იუმორისტულად იყენებენ. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მათ იმიჯზე ძალიან ცუდად იმოქმედებს და არანაირ სარგებელს არ მოუტანს. მაგრამ საქართველოს ბაზარის სპეციფიკიდან გამომდინარე, მას შეუძლია ტელეფონი 5 ლარით ნაკლებად გაყიდოს და მომხმარებელი მას იყიდის. სამწუხაროდ, ასეთია ქართული ბაზარი. თუმცა ჩემი აზრით, ეს ვიდეო კომპანის, ნეგატივის გარდა არაფერს მოუტანს" - უთხრა "ნიუპოსტს" ახალაიამ.
"ნიუპოსტი" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას დაუკავშირდა. კომისია თვლის, რომ „Iphone +“-ს მიერ გავრცელებულ ვიდეო რგოლი შეიცავს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არაეთიკური რეკლამის ნიშნებს.
"მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ კომისია საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ზედამხედველობას და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სამაუწყებლო რეკლამის სფეროში, კომისია მოუწოდებს “Iphone+”-ს ადმინისტრაციას, განსაკუთრებით ფრთხილად მოეკიდოს მსგავსი შინაარსის მატარებელი ვიდეო რგოლების (რეკლამის) გავრცელების საკითხს და ამავე დროს, სასურველია, უზრუნველყოს სოციალურ ქსელებში განთავსებული ვიდეო რგოლის გავრცელების შეზღუდვა"- აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში.
iPhone+-ის მიერ გავრცელებულ სარეკლამო რგოლს ამორალურობის უმაღლესი მწვერვალი უწოდა საქართველოს ელჩმა საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონემ.
დელონე მიიჩნევს, რომ ტერორიზმის დადებით კონტექსტში წარმოჩენის ნებისმიერი რგოლი კანონმდებლობით უნდა აიკრძალოს.
“ეს რეკლამა არის ამორალურობის უმაღლესი მწვერვალი, მისი კონცეფტორები და განმახორციელებლები, ყველა ერთად. მგონი, არ უნდა შევამციროთ მათი შეგნებისა და პასუხისმგებლობის ხარისხი ამ ყველაფერში, ისინიც არიან სრულიად ამორალური ხალხი.
აღშფოთებული ვარ და სიტყვები არ მყოფნის. ვემხრობი, კანონმდებლობით აიკრძალოს ტერორიზმის დადებით კონტექსტში წარმოჩენის ნებისმიერი ვიდეო და აუდიომასალის დამზადება და გავრცელება, მოწოდებები, არაპირდაპირი წახალისებები ტერორიზმისკენ, რათა მხოლოდ ზოგიერთი ჩვენი მოქალაქის (თუმცა ჩემთვის მოქალაქეს, გარკვეული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების მატარებელია, რასაც ამ ადამიანებზე ვერ ვიტყით ცალსახად) მორალის იმედად არ დავრჩეთ” – წერს საფრანგეთში საქართველოს ელჩი.
მართალია iPhone + ქართველი წარმოამადგენელობა ირწმუნება, რომ ვიდეომიმართვით კანონი არ დაურღვევიათ და კომპანია „გამოხატვის თავისუფლებაში“ ჯდება, - 256-ე მუხლში საწინააღმდეგო წერია: „ისეთი ნაწარმოების დამზადება ან გავრცელება, რომელიც პროპაგანდას უწევს ძალადობის ან სისასტიკის კულტს დამზადება, გავრცელება, ჩვენება ან შენახვა გავრცელებისა და ჩვენების მიზნით კინოფილმისა, ვიდეოფილმისა ან სხვაგვარი ნაწარმოებისა, რომელიც პროპაგანდას უწევს ძალადობის ან სისასტიკის კულტს, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






