შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ალექსანდრე წ. თბილისში, ლვოვის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ალექსანდრე წ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „ბრაუნინგის“ ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი, „ჩე-ზე“-ს ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი, „ვალტერის“ ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 3 მჭიდი და 22 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
მასალის გამოყენების პირობები