ზემო ფონიჭალაში 400 ხე დაირგო
საზოგადოება - 12:38, 16 Nov, 2015     1107
კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალაში 400 ძირი ცაცხვი, კედარი, იფანი და ენდემური "ელდარის ფიჭვი" დაირგო. გაწვანების ღონისძიება საშემოდგომო რგვების ფარგლებში გაიმართა. აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კრწანისის რაიონის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან ერთად მიიღო.

საშემოდგომო რგვების ფარგლებში კრწანისის რაიონში უკვე დაირგო 1200-ზე მეტი ხე-მცენარე, რგვები სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.

,,ვაგრძელებთ გამწვანების მასობრივ აქციას, რომელსაც ყველა რაიონის გამგეობის ტერიტორიაზე ვატარებთ. დღეს კრწანისში, ფონიჭალის დასახლებაში მოსწავლეებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთნ, ჩვენ სამსახურებთან ერთად ვრგავთ ხეებს. ამ ტერიტორიას, რამდენიმე წლის წინ ფორმალურად მიენიჭა რეკრეაციული ზონის სტატუსი. ახლა კი, რეალურად გაკეთდება აქ რეკრეაციული ზონა. ამ ტერიტორიასა და ზოგადად, მთელი თბილისის მასშტაბით ჩატარებული გამწვანების ღონისძიებები მნიშვნელოვანია დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

გამწვანების ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენსაკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი შოთა ხაბარელი. ხეები დარგეს სკოლის მოსწავლეებმაც.

საშემოდგომო რგვები 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება. ქალაქის შემოგარენსა და შიდა ტერიტორიაზე 313 000 ხე-მცენარე დაირგვება. გამწვანების ღონისძიებებში მოსახლეობა, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის, გამგეობებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლები მონაწილეობენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42