შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამტრედიის რაიონული სამმართველოს მიერ ძარცვისთვის ძებნილი, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზაურ გ. გურიაში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2014 წლის 2 ნოემბერს ბათუმში, თანამზრახველ, 1976 წელს დაბადებულ გოჩა ტ-სთან ერთად, ძალადობის გამოყენების მუქარით მოქალაქეს ტყავის ქურთუკი, ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად გოჩა ტ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ამჟამად დაკავებულია ბრალდებული ზაურ გ-ც, რომელიც ძებნაში იმყოფებოდა. ზაურ გ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობის გამოყენების მუქარით ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით).
მასალის გამოყენების პირობები