საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, #197 საბავშვო ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე60 წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარე დაირგო.
საშემოდგომო რგვების ფარგლებში გამართულ აქციაში, მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიიღო.
საბურთალოს რაიონში, გამწვანების ღონისძიებებისთვის, ამხანაგობებს სულ 4246 ფოთლოვანი, წიწვოვანი და ყვავილოვანი ნერგი გადაეცა.
გამწვანების ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერისმოადგილეირაკლილექვინაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელიბექამიქაუტაძე, ბაღებისსააგენტოსხელმძღვანელითემურთორდინავადა საკრებულოსმაჟორიტარიდეპუტატიშორენაბუხრაშვილი. მათთან ერთად ხეები საბავშვო ბაგა-ბაღის მასწავლებლებმა და აღსაზღრდელებმა დარგეს.
„გამწვანების პროგრამის ფარგლებში, დღეს, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან ერთად დავრგეთ ხეები. ჩვენთვის სტიმულია, რომ ბავშვებთან ერთად ვაკეთებთ იმას, რაც მათთვის კეთდება. ამის გარდა, ვასწავლით პატარებს, როგორ უნდა დარგონ და მოაურონ ხეებს. საშემოდგომო რგვების ფარგლებში, 313 000 ხე დაირგვება. მერიის გამწვანების სამსახურის, გამგეობებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ჩართულობით, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს გამწვანების ღონისძიებები. სეზონის ბოლოს, სამუშაოების დასრულებისთანავე, საზოგადოებას ანგარიშს ჩავაბარებთ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
საშემოდგომო რგვები თბილისსა და მის შემოგარენში 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და
დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრეძელდება. ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქში 313 000 ხე-მცენარე დაირგვება.
მასალის გამოყენების პირობები






