„როგორც სახელისუფლებო უწყებებისა და დედაქალაქის მთავრობის, ისე თითოეული მოქალაქის ვალია, იზრუნოს საგზაო უსაფრთხოებაზე, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ უბედური შემთხვევების რიცხვი. თბილისის მერია ამ მიმართულებით, განსაკუთრებით, აქტიურად მუშაობს, მათ შორისაა - გზებზე შეზღუდვების დადგენა, სხვადასხვა სახის საგზაო ნიშნებისა და შუქნიშნების მონტაჟი, გზების მოწესრიგება და მსგავსი სახის ღონისძიებები. გამომდინარე იქიდან, რომ დედაქალაქში ავტომანქანების რიცხვი საკმაოდ დიდია, საკითხზე მაქსიმალურად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი მძღოლები და ქვეითები, რადგან ხშირია გაუფრთხილებლობის შემთხვევებიც. ჩვენ მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ ამ მიმართულებით მუშაობას, რათა მაქსიმალურად იქნეს შემცირებული უბედური შემთხვევების რიცხვი“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
ნოემბრის მესამე კვირა დღე ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა და დაშავებულთა საერთაშორისო თარიღია, რომელიც გაერომ ოფიციალურ დღედ 2005 წელს გამოაცხადა და იგი მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
მასალის გამოყენების პირობები






