ახალი ჯგუფები ნაძალადევის რაიონის #46 და #56, გლდანის რაიონის #54 და #123, სამგორის რაიონის #160 და #210, ისნის რაიონის #167, ვაკის რაიონის #192, საბურთალოს რაიონის #197, #198 და #208, ასევე, ზაჰესისა და ლოგოპედიურ ბაღებში დაემატა.
ჯგუფების დამატება მოქმედ ბაღებში სარემონტო სამუშაოების დასრულების შედეგად ათვისებელი ფართების ხარჯზე გახდა შესაძლებელი.
თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ ახალი ჯგუფები დღეს დიდი დიღმის #197 ბაგა-ბაღში დაათვალიერეს.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, თბილისის მერიისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ახალი ბაღების მშენებლობა, ასევე, მოქმედ ბაღებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ახალი ჯგუფების დამატება.
,,მოთხოვნას, რომელიც დღეს ბაღებშიარსებობს, ვცდილობთშესაბამისად ვუპასუხოთ. ეს სამუშაოები ხორციელდება ეტაპობრივად და პირობები, რომელიც დღეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებშია,ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პატარებისა და მათი მშობლებისთვის’’,-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
,,კონკრეტულად ამ ბაღში საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობდა მთელი ზაფხულის განმავლობაში. ჩატარდა როგორც შიდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე, დაიგო ასფალტი და ეზოში სპორტულ-გასართობი მოედანი გაკეთდა. ჩვენი პატარები დღეს ბაღებში სრულიად ახალ მომსახურებას იღებენ. სააღმზრდელო ოთახებისრულადაღიჭურვათანამედროვეინვენტარით, მოეწყოსველიწერტილებიდაგასახდელები, გაკეთდაინდივიდუალურისამზარეულოოთახები’’ -განაცხადა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.
აღნიშნულ ბაღში სამი ახალი ჯგუფი გაიხსნა და დამატებით 130-მდე ბავშვმა შეძლო ბაღში დარეგისტრირება.
2014 წლის სექტემბრიდან დღემდე თბილისის მოქმედ საბავშვო ბაგა-ბაღებს 80-მდე ახალი ჯგუფი დაემატა.
მასალის გამოყენების პირობები






