მერიამ გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო
საზოგადოება - 12:59, 13 Nov, 2015     1269

თბილისის მერიამ გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე არეალის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო. სამუშაოებს ადგილზე თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი გაეცნენ.

თბილისის განვითარების ფონდი გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის რეაბილიტაციას აღდგენა-შენარჩუნების გეგმის მიხედვით ახორციელებს. მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია და ინტენსიურ რეჟიმში მიმდენარეობს.

ლაშა აბაშიძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების საკომუნიკაციო ქსელების შეცვლა და მიწისქვეშა წყლების მოცილების პროცესი განხორციელდება.

„ჩვენ ვახრციელებთ 35 სახლის გამაგრებას, რომლის შემდეგაც დავიწყებთ მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას. დეკემბრამდე დასრულდება სამუშაოების პირველი ეტაპი და ამის შემდეგ დაიწყება სრული რეაბილიტაცია“, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

გუდიაშვილის მოედნის არეალში ფონდმა უკვე აქტიურად დაიწყო ავარიული სახლების გამაგრება. 35 სახლიდან 11 მისამართზე სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ბეგლარ ახოსპირელის ქ.N4, N7, ახოსპირელის III ჩიხი N2/1, N1/2, N1/3 , გუდიაშვილის მოედანი N6/1, N7/2, ლერმონტოვის ქ. N2, ახოსპირელის I ჩიხი N3, N8/7 და ახოსპირელის II ჩიხი N3.

თბილისის განვითარების ფონდი გუდიაშვილის მოედნის და მისი მიმდებარე არეალის აღდგენა-შენარჩუნების (კონსერვაციის) გეგმას დეკემბრის დასაწყისში წარმოადგენს. გეგმა მოიცავს ისტორიულ უბანში მდებარე თითოეული შენობის და მიმდებარე ტერიტორიის ისტორიულ-კულტურულ, გეოლოგიურ, ურბანულ კვლევას. დოკუმენტის მიხდვით შეიქმნება არქიტექტურული პროექტები გუდიაშვილის მოედნის არეალში მდებარე სარეაბილიტაციო ობიექტებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42