"აღშფოთებულები ვართ, რომ ბრალს გვდებენ რასისტობაში"- 130-ე სკოლის მოსწავლეების წერილი
საზოგადოება - 12:54, 13 Nov, 2015     7935
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც 130-ე სკოლაში კანის ფერის ნიშნით დისკრიმინაციას ეხება, ამავე სკოლის მოსწავლეები ეხმაურებიან. ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილის მიმი ჩინეკეს პარალელური კლასის მოსწავლეებმა „ნიუპოსტს“ წერილი გამოუგზავნეს. მათი თქმით სკოლაში ინციდენტს მართლაც ქონდა ადგილი, თუმცა ეს მხოლოდ კლასელებს შორის მომხდარი შელაპარაკება იყო და დისკრიმინაციის ფაქტს მასწავლებლების და სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ადგილი არ ქონია. „ნიუპოსტი“ აღნიშნულ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„130-ე საჯარო სკოლის მე-11 პირველი კლასის მოსწავლეები ვეხმაურებით პარალელურ კლასში მომხდარ ინციდენტს. ვარღვევთ დუმილს, რადგან საზოგადოებას მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია და მივცეთ მათ თავად განსჯის საშუალება. ჩვენ გავარკვიეთ მომხდარი ფაქტის დეტალები დამსწრე პირებისაგან და გაგაცნობთ მოვლენის მეორე მხარეს.

სიტუაცია შემდეგში მდგომარეობს, ქართულის(პედაგოგი-მ.დევდარიანი-კიკნაველიძე) გაკვეთილზე, რამოდენიმე მოსწავლემ, მათ შორის მიმი ჩინეკემ, ხელი შეუშალა საგაკვეთილო პროცესს, რის გამოც მათ არაერთხელ მიიღეს მასწავლებლის შენიშვნა. ამის შედეგად, კლასის ერთ-ერთმა მოსწავლემ, საბამ, მოუწოდა სიჩუმისკენ თანაკლასელებს, რამაც გამოიწვია მიმის უხეში პასუხი: „შენ ვაფშე სად ხარ?“, რაზეც საბა გამოეხმაურა შემდეგი ფრაზით: „მე კი ვიცი სად ვარ და ვისთან ვარ, მაგრამ შენი ადგილი ამ საზოგადოებაში არ არის და წადი აფრიკაში“. ამას მოჰყვა მცირე შეკამათება. აქედან დაიწყო ყოველივე ის, რაც მხოლოდ ცალმხრივად არის ცნობილი. მიმიმ მაშინვე დაურეკა დედას, რუსა ამირეჯიბს. მის მოსვლამდე დამრიგებელი, ციცო თხინვალელი, ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას და თანაკლასელებს შორის სიმშვიდის დამყარებას. ქ-ნი რუსა ამირეჯიბი სკოლაში შემოსვლისთანავე იწყებს ყვირილს, იყენებს არაკორექტულ ფრაზებს (ვართ უშუალოდ ამ ფაქტის მომსწრენი, რადგან ჩვენს კლასში სამჯერ შეწყდა საგაკვეთილო პროცესი ქ-ნი რუსას ატეხილი აურზაურის გამო. ასევე არსებობს დამამტკიცებელი ვიდეო მასალა, რომელიც ადასტურებს მის საქციელს), ისე, რომ არც იყო გათვიცნობიერებული მომხდარის დეტალებში. მან საბას მიმართა შემდეგი ფრაზებით: „შენ ვის უბედავ?“, „ყბას მოგაძრობ“, „ყელს გამოგღადრავ“, „სახეს აგახევ“, „ლაწირაკო მაიმუნო“, „ყველას სათითაოდ გაგებინებთ პასუხს“. ასევე იყო ბავშვზე გაწევის მცდელობაც, რასაც არაერთი მომსწრე აღნიშნავს. იმის გამო, რომ საბაზე არ განხორციელებულიყო ფიზიკური თუ მორალური ძალადობა, კლასის დამრიგებელი იძულებული გახდა, გადაფარებოდა მოსწავლეს და გაერიდებინა სიტუაციისათვის. (ფაქტი დასტურდება ვიდეო-მასალით). ქ-ნი რუსა უარჰყოფს მასზე ზეწოლის ფაქტს და აღნიშნავს, რომ პედაგოგები, მანდატური და დირექტორი იცავდნენ საბას, მაშინ ლოგიკურად ჩნდება კითხვა, თუ ვისგან ან რისგან გახდა საბა დასაცავი? მისი ბრალდება წინააღმდეგობაში მოდის მისივე ნათქვამთან.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირადად ახლო ურთიერთობა არ გვაქვს მიმისთან, ვართ იმის მომსწრენი, რომ იგი ამ სამი წლის განმავლობაში, რაც ჩვენს სკოლაში გაატარა, არასდროს ყოფილა საზოგადოებიდან გარიყული და ვინმესგან გამორჩეული. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენ მკვეთრად ვემიჯნებით რასიზმს და ყოველგვარ დისკრიმინაციას. რა თქმა უნდა, არ ვამართლებთ საბას საქციელს, თუმცა მას გაცნობიერებული აქვს საკუთარი დანაშაული და მოიხადა ბოდიში, ამიტომ, ვფიქრობთ, აღარ არის საჭირო მისი ლინჩის წესით გასამართლება და ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა. მითუმეტეს, რომ ზემოთხსენებულ მასწავლებლებს, დირექტორს და მანდატურს არც ერთ ფრაზაში თუ ქმედებაში არ გამოუვლენიათ რასიზმის დამადასტურებელი ნიშანი არა მარტო ახლა, არამედ ამ 3 წლის განმავლობაში. მათ უბრალოდ დაიცვეს საბა, რომელიც შესაძლოა თვითონ გამხდარიყო მსხვერპლი.

მე-11 პირველი კლასის მოსწავლეები აღშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ ქ-ნი რუსა ამირეჯიბი ცილს გვწამებს რასისტობაში, როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე პედაგოგებს. იგი გვემუქრება, რომ საქმეს აღძრავს თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ, რაც ძალიან შეურაცხმყოფელია, რადგან ამის საფუძველი უბრალოდ არ არსებობს.

ჩვენ გული გვწყდება იმაზე, რომ საზოგადოებამ რეალური ფაქტების არცოდნის საფუძველზე დაიჭირა მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია და რასაც ქვია მიწასთან დაასწორა 130-ე საჯარო სკოლის უკლებლივ ყველა მოსწავლე და პედაგოგი და არც კი დაინტერესებულა მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზით.(თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საბას სიტყვებს გამართლება არ აქვს).

აქვე მადლობა გვინდა გადავუხადოთ განათლების სამინისტროს, რათა არ დაიზარა მომხდარის გამოკვლევა. გვსურდა, თავი შეგვეკავებინა კომენტარებისგან კვლევის დასრულებამდე, თუმცა ხალხის აგრესიამ და უსაფუძვლო ლანძღვამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა. მაქსიმალურად ვეცადეთ, დაწვრილებითი ინფორმაცია მოგვეწოდებინა თქვენთვის და ვიმედოვნებთ, საზოგადოება სწორედ განსჯის მომხდარს და ნახავს, რომ ეს ინციდენტი არ შეიცავს რასიზმის გამოვლინებას.“- აღნიშნულია წერილში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42