მოქალაქეების პროტესტის შემდეგ პეკინის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა შეჩერდა
საზოგადოება - 12:28, 13 Nov, 2015     2009

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც თბილისის მერს დავით ნარმანიას, ვიცე-მერს ლაშა აბაშიძეს და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსს თემურ თორდინავას მიმართა.

დეპუტატმა მათ გამსახურდიას N23 ა-ს მიმდებარედ, შპს „ელზუროს“ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საბავშვო ბაგა-ბაღის „საპოვნელა“ დემონტაჟისა და მის ნაცვლად მრავალსართულიანი,მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებული პროტესტის გათვალისწინების გამო მადლობა გადაუხადა და ამასთან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე გამოიკვეთა და რომელიც საბურთალოს მუნიციპალიტეტის კოსტავა-დოლიძე-ხილიანი-ბახტრიონის ოლქის ტერიტორიაზე საბავშვო ბაგა-ბაღების ნაკლებობას უკავშირდება, კვლავ ვერ მოგვარდა.

,,ამიტომ, ვინაიდან საბავშვო ბაგა-ბაღის „საპოვნელა“ შენობა ამ ეტაპზე არავის მფლობელობაშია და აღნიშნულ ოლქში საბავშვო ბაღებზე მოთხოვნა მზარდია, მოგმართავთ ინიციატივით, რომ მუნიციპალური საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნის მიზნით, შენობას სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდეს“,-განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
ბრიფინგის დასასრულს, დეპუტატმა საბურთალოს რაიონის გამგეობასთან მჭიდრო კომუნიკაციაზე ისაუბრა და აღნიშნული საკითხის გადაჭრის იმედი გამოთქვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42