ავიაკომპანია “ჩინეთის სამხრეთ ავიახაზები“ თბილისიდან ურუმჩის გავლით მსოფლიოს რამდენიმე ქალაქის მიმართულებით ახალი რეისების შესრულებას იწყებს. ამის შესახებ დღეს სასტუმრო„Hualing Hotels and Preference-ში” გამართულ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომელსაც „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების“ სათავო ოფისის მარკეტინგის განყოფილების გენერალური მენეჯერი,ჩინეთის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური პალატის კონსული, საელჩოს წარმომადგენლები, სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სააგენტოების, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორიკომპანია „ტავ-ჯორჯიას“, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გურამ ჯალაღონიამ. მისი განცხადებით, „ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები“ მეოთხე წელია უწყვეტადახორციელებს რეგულარულ რეისებს ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის საჰაერო ხაზზე. „კომერციული ინტერესებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ფაქტორების გარდა, ავიაკომპანიის ოპერირება ჩვენსქვეყანაში განპირობებულია ფრენის უსაფრთხოებისა და უშიშროების მაღალი სტანდარტებით, საჰაერო მიმოსვლის ლიბერალური კურსით, გამართული ინფრასტრუქტურით და მაღალ დონეზეგაწეული სააერნაოსნო მომსახურებით. როგორც საავიაციო ხელისუფლება, გარწმუნებთ, რომ ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ თითოეული ჩამოთვლილი კომპონენტის გაუმჯობესებაზე და დახვეწაზე.კომპეტენციის ფარგლებში კვლავაც მაქსიმალურად გავაგრძელებთ საავიაციო ბაზარზე უკვე შემოსული თუ დაინტერესებული ავიაკომპანიების მხარდაჭერას“ - აღნიშნა გურამ ჯალაღონიამ.
როგორც ავიაკომპანია „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორმა ჭანგ ძუნმა განაცხადა, საქართველოდან მიმავალი ტურისტებისთვის, რომლებიც ავიაკომპანიისსატრანზიტო მომსახურებას გამოიყენებენ, უფრო დაბალი ფასები ექნებათ.
“China Southern Airlines”-ის ინფორმაციით, მგზავრები შეძლებენ თბილისიდან ურუმჩის გავლით ფრენა გააგრძელონ შემდეგი მიმართულებებით:
სეული (თბილისი-ურუმჩი-სეული);
გუანჯოუ-ნიუ-იორკი (თბილისი-ურუმჩი-გუანჯოუ-ნიუ-იორკი);
გუანჯოუ-ტორონტო (თბილისი-ურუმჩი-გუანჯოუ-ტორონტო);
გუანჯოუ-ლოს-ანჯელესი (თბილისის-ურუმჩი-გუანჯოუ-ლოს-ანჯელესი)
მასალის გამოყენების პირობები






