რეგიონული განვითარების სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის განცხადებით, ნულოვანი ხილვადობის გამო, გზის ამ მონაკვეთზე მოძრავმა ავტოტრანსპორტმა სტიქიის ზონიდან გამოსვლა ვერ მოახერხა. მათ დასახმარებლად მისული მაშველებისა და ადგილობრივი პოლიციის სამსახურების ავტომანქანებიც ადგილზე დარჩნენ. სტიქიური პირობები დღის 13:00 საათამდე შენარჩუნდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინაციით, მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები გზის ორივე მხრიდან - ფარავნის ტბის მიმართულებიდან გზას წმენდდა შ.პ.ს.„ჯავახავტოგზის“, ხოლო წალკის მხრიდან შ.პ.ს. „ბედეკის“ სპეცტექნიკა.
აღნიშნული სამუშაოების შედეგად, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტომანქანები გამოყვანილია, ხოლო გზის გაწმენდისა და გაფართოვების სამუშაოები გრძელდება.
მოსალოდნელი ქარბუქისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღნიშნულ უღელტეხილზე დაწესებული რეჟიმი შენარჩუნებული იქნება და ამინდის დასტაბილურებამდე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
მასალის გამოყენების პირობები






