ორიოდე დღის წინ ამ ღრმულებში თბილისის გერბი ჩაამონტაჟეს..
ალბათ მერიაში ვერ გაითვალისწინეს, რომ შემოდგომა-ზამთარში თბილისში წვიმა და თოვლი შეიძლება მოსულიყო - ფაქტობრივად ყველა გერბს დღეს ჟანგი აქვს მოდებული...
თემის გარკვევას "ნიუპოსტი" დედაქალაქის მერიაში შეეცადა. აღმოჩნდა, რომ თბილისის ტურის მანიშნებლების ჩამოსხმა-მონტაჟს კომპანია "ლიკო 1" ახორციელებს. ერთი ფილის ჩამოსხმა-მონტაჟის ღირებულება 61 ლარს შეადგენს.
- რუსთაველზე დამონტაჟებულ ფაქტობრივად ყველა გერბს დღეს ჟანგი აქვს მოდებული...
საინტერესოა, რას უკავშირებთ ამ ფაქტს? კონკრეტულად რომელი სამსახური, კომპანია აწარმოებდა ამ სამუშაოებს...
- ძველი თბილისის საფეხმავლო ტურის მანიშნებლებით აღჭურვა თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახუროს პროგრამის "თბილისი-ტურისტულად მიმზიდველი ქალაქი" და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომოლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს.
ფილები დამზადებულია თუჯის მასალისგან და რის გამოც სამონტაჟო სამუშაოების დასრულებამდე შესაძლებელია გაჩნდეს ჟანგის ლაქები, თუმცა სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ თუჯის ფილები დამუშავდება და ოქროსფრად შეიღებება, რაც გამორიცხავს მის შემდგომ დაჟანგვას.
პროექტის მიზანია ტურისტულ მარშრუტზე მანიშნებლების განთავსება, რომელიც დედაქალაქის სტუმრებს საშუალებას მისცემს, ქალაქის ღირსშესანიშნაობები მაქსიმალურად მოკლე დროში დაათვალიერონ. თბილისის ლოგოს პოპულარიზაციის მიზნით არქიტექტურულმა კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა ტურზე თბილისის ლოგოს განთავსება, ისევე როგორც თბილისის ლოგო განთავსებულია ქალაქის სხვადსხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე (განათების ბოძებზე, სკვერებში სკამებზე და სხვა). აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტურისტული მანიშნებლები, ქვეყნის გერბითა და ქალაქების სხვა ლოგოებით მსოფლიოს არაერთ ქალაქშია განთავსებული.
ძველი თბილისის საფეხმავლო ტურის მთლიანი სიგრძე 5800 მეტრია, მანიშნებლებს შორის დაშორება კი 4-დან 6 მეტრამდეა. ჯამში, აღნიშნული ტურის მონახაზისთვის 1300-მდე მანიშნებელია გათვალისწინებული. ტური წრიულია და მოიცავს ძველ თბილისს.
მანიშნებლების მონტაჟი დაიწყო ბარათაშვილის ქუჩიდან (კონკა), ფილები მონტაჟდება თეატრის მოედანზე, შავთელის ქუჩაზე, ერეკლეს მოედანზე, აბანოთუბანში, ნარიყალაზე, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და ძველ თბილისში არსებულ ყველა იმ ქუჩაზე, სადაც დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებია განთავსებული.
რა დაჯდა აღნიშნული გერბების დამონტაჟება მთლიანობაში?
- ძველი თბილისის ტურის მანიშნებლების ჩამოსხმა-მონტაჟს კომპანია "ლიკო 1" ახორციელებს. ერთი ფილის ჩამოსხმა-მონტაჟის ღირებულება 61 ლარს შეადგენს. ანაზღაურება შესრულებული სამუშაოს და დამონტაჟებული ფილების რაოდენობის მიხედვით განხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები






