როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელმა დავით წულაძემ განაცხადა, 16 ნოემბრამდე აღნიშნულ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
მისი თქმით, ყველაფერი კეთდება სარემონტო სამუშაოების დროულად დასაწყებად.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრში სტიქიასთან დაკავშირებით შიდა შტაბი შემდეგი შეიქმნა.
აღნიშნული შტაბი დღის ბოლომდე დათვლის და დააზუსტებს ზარალის ზუსტ რაოდენობას სტიქიის შედეგად დაზიანებულ ყველა საბავშვო ბაღში.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილმა საგანგებო შტაბმა გუშინ საღამოს 19 საათისთვის მუშაობა განაახლა. შტაბი მთელი ღამის განმავლობაში იღებდა ინფორმაციას სოფლებიდან. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია საყანე ფართობები, ეზოები, დაღვარულია ქუჩები, დაზიანებულია ელექტრო სადენები.
ამ წუთებში მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე შესაბამის სამსახურებთან ერთად ადგილზე ეცნობა სტიქიის შედეგად სოფლებში შექმნილ მდგომარეობას.
მასალის გამოყენების პირობები






