მოვაჭრეების განცხადებით, დაახლოებით ერთი კვირის წინ ავტოსადგომზე მიკროავტობუსები მალულად, გვიან ღამით შემოიყვანეს და ბაზრის შესასვლელი ფაქტობრივად ჩახერგეს.
აქციის მონაწილეებმა დახმარების თხოვნით მერიას მიმართეს.
„ერთ კვირაზე მეტია, ავტოსადგომზე დააყენეს ყვითელი მიკროავტობუსები. ღამე მოიყვანეს და დატოვეს, არც გადიან არსად, არც არავინ აკითხავს. მეორე მხარეს გარემოვაჭრეები სხედან და ვართ სრულ იზოლაციაში. გაიყვანონ მარშუტკა, რომლის მფლობელს ერთი კვირაა ვეძებთ“ - უთხრა „ნიუპოსტს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ყვითელი ავტობუსების დანიშნულების შესახებ თავისი პრეტენზია აქვთ, ავტოსადგურის მძღოლებს. ისინი შიშობენ, რომ ხელისუფლებას ან კერძო პირებს საქალქათაშორისო რეისებზე მომუშავე მიკროავტობუსების სწორედ ამ ყვითელი ავტობუსებით ჩანაცვლება სურთ.
„დიდუბის ავტოსადგურის ადმინისტრაციას ვკითხეთ ამ ინფორმაციის შესახებ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ, არაფერს ამბობენ ავტოსადგომის თანამშრომლებიც. მერიაშიც ვცადეთ სიტუაციის გარკვევა, თუმცა უშედეგოდ. ვშიშობთ, ამ მარსშუტკებს შემოიყვანენ, საქალაქთშორისო რეისებზე და დავრჩებით უმუშევრები, რადგან ახალი მესაკუთრე თავის მძღოლებს მოიყვანს“- აცხადებს დიდუბის ავტოსადგურში მომუშავე მძღოლი.
„ნიუპოსტი“ საქმის გარკვევას თავდაპირველად თბილისის მერიაში შეეცადა, როგორც უწყებაში გვითხრეს, აღნიშნული საკითხზე პასუხისმგებლობა მათ კომპეტენციაში არ შედის. დედაქალაის მთავრობას არ აქვს ინფორმაცია ვის ეკუთვნის აღნიშნული მიკროავტობუსები.
მერიის პრესსამსახურმა ეკონომიკის სამინისტროში გადაგვამისამართა, პასუხი ამ შემთხვევაშიც ვერ მივიღეთ.
„ჩვენ არ გვეკუთვნის თქვენ მიერ ნახსენები სამარშუტო ტაქსები, შეიძლება ის რომეიმე კერძო კომპანიის საკუთრებაა“- უთხრეს „ნიუპოსტს“ ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
დიდუბის ავტოსადგურის ადმინისტრაციაც ამბობს, რომ ყვითელ მიკროავტობუსებბთან შეხება არ აქვთ.
ავტოსადგომის ადმიანისტაცია კი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
"ნიუპოსტი" "თბილისის მიკროავტობუსსაც" დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშვული მიკოავტობუსები კომპანიამ 2012 წელს აუქციონის წესით გაასხვისა, თუმცა მყიდველის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია.
დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






