„Alexandre Che მხარდამჭერებისთვის. თუ აქამდე ვერ გაიგეთ, რაზეა საუბარი, იხილეთ ლინკი. უხამს შეურაცხყოფას არავითარი კავშირი არა აქვს სიტყვის თავისუფლებასთან. და ამას ჩვენ კი არ ვამბობთ, ამ უხამსობით დაზარალებული რ2, არამედ მიუკერძოებელი მესამე მხარე, რომლის წევრები არც კი ვართ. ალექსანდრე ლორთქიფანიძის პირადი საქამეა რ2ის მიმართ მისი დამოკიდებულება და არავინ არ/ვერ შეუშლის ხელს ისე გამოხატოს ეს დამოკიდებულება, როგორც სურს. მაგრამ ჩემი საქმეა, არხის სახელით (და კატეგორიული მოთხოვნით) არ დავუშვა ის არხის ტერიტორიაზე და მის ეთერში, რაშიც ასევე ვერავინ შემიშლის ხელს. გადაწყვეტილება გადაიხედება ერთადერთ შემთხვევაში, თუ ალექსანდრე ლორთქიფანიძე საჯაროდ ბოდიშს მოუხდის რ2ის კოლექტივს. სხვა ვითარებაში, ის ვეღარ მოხვდება ვერც ტელეკომპანიის ტერიტორიაზე და ვერც მის ეთერში. ცნობისთვის George Mosidze“- წერს ნიკა გვარამია.
ცნობისათვის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (GNCC) ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გასული გადაცემის კანონმდებლობასა და ქცევის კოდექსთან შესაბამისობის შესწავლის თხოვნით მიმართა.
წერილში საბჭო აღნიშნავს, რომ ტელეკომპანია GDS-ს ეთერში 10 ნოემბერს გავიდა გადაცემა „არაკორექტული შოუ“, რომელიც ძირითადად ეძღვნებოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. წამყვანის მონოლოგი გაჯერებული იყო შეურაცხმყოფელი და უხამსი ლექსიკით.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის თანახმად, „იკრძალება […] ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას“. გარდა ამისა, „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ 54-ე მუხლის თანახმად, „მაუწყებელმა უნდა დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული სტანდარტები, რათა უზრუნველყოს საზოგადოების წარმომადგენელთა დაცვა მავნე და შეურაცხმყოფელი მასალისგან“.
შეგახსენებთ, „ჯი დი ესი“- ს ახალი გადაცემა “არაკორექტული შოუ“, რომელიც პოლიტიკური სატირის ჟანრისაა. მოაზროვნეთა კლუბის წევრებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. "რუსთავი2"-ის გენდირექტორის ნიკა გვარამიას გულისწყრომა გადაცემის თანაავტორის ვინაობამ გამოიწვია, მისი თქმით „რუსთავი2“-ის პრობლემების გაშარჟების თანაავტორი „რა, სად, როდის“ მონაწილე ალექსანდრე ლორთქიფანიძეა.
„როგორც სახელწოდებიდან ჩანს, მომდევნო გამოშვებებში შენარჩუნებული იქნება პირველ გადაცემაში არჩეული სტილი და ლექსიკა. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, შეისწავლოთ გადაცემის შესაბამისობა როგორც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან, ისე „მაუწყებელთა ქცევის კოდექსთან“ -აღნიშნულია საბჭოს მიერ GNCC-სთვის გაგზავნილ წერილში
მასალის გამოყენების პირობები






